"გრანადას" არცერთ ფეხბურთელს "კამპ ნოუზე" მოგება არ აქვს

  • 16-01-2020, 21:13
  • "გრანადას" არცერთ ფეხბურთელს "კამპ ნოუზე" მოგება არ აქვს

    კვირას, 19 იანვარს, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში კიკე სეტიენის დებიუტი შედგება. "ბლაუგრანა" ცხრილის შუაში მყოფ "გრანადას" უმასპინძლებს.

    ამ გუნდებს, ერთმანეთის წინააღმდეგ, სულ 50-ჯერ უთამაშიათ. აქედან 39-ჯერ "ბარსამ" მოიგო, 6-ჯერ "გრანადამ", ხოლო 5 თამაში ფრედ დასრულდა. "კამპ ნოუზე" კი "გრანადას" ქულაც კი არასდროს აუღია.

    "გრანადა" რომ "კამპ ნოუზე" წარმატებით ვერ თამაშობს, ეს გასაკვირი სულაც არაა, მაგრამ საინტერესოა, რომ ანდალუსიელთა შემადგენლობაში ამჟამად მოთამაშე არცერთ ფეხბურთელს "ბარსელონა" სტუმრად დამარცხებული არ ყავს. მათ ანგარიშზე 26 წაგება და 1 ფრეა.

    ის ერთადერთი ფრე რობერტო სოლდადოს ანგარიშზეა, რომელსაც "გრანადას" მოქმედი ფეხბურთელებიდან "კამპ ნოუზე" ყველაზე მეტჯერ, 10-ჯერ უთამაშია.

    5 წაგება აქვს ფოლკიეს, 3-3 ვადილიოს, კინის, ვიკოსა და მონტოროს, ხოლო თითო მაჩინს, დიასს, მარტინესსა და გონალონსს. "გრანადას" სხვა ფეხბურთელებს "კამპ ნოუზე" ჯერ არ უთამაშიათ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: გრანადა
    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    17 იანვარი 2020 00:02

    არც ეხლა ექნებათ მოგება მეტიც დასამარდებიან ისე მოვუგებთ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Bobi ფანი [?]

    16 იანვარი 2020 23:17

    იმედია არც ექნებათ 😁

    2
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    16 იანვარი 2020 21:55

    პირველი წრის მარცხი არ უნდა შერჩეთ, მოვიგოთ 5,6, ან 7 ბურთით, დავარბიოთ ბომჟები.

    12
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    საიტზეა
    Guro ფანი [?]

    16 იანვარი 2020 21:31

    და ამ გუნდნა პირველ წრეში 2-0 მოგვიგო

    7
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    პარტნიორები
    Flashscore.ge