დე იონგის აგენტის შვილმა "ბარსელონა" დატოვა

დე იონგის აგენტის შვილმა "ბარსელონა" დატოვა

Marca-ს ინფორმაციით, ფრენკი დე იონგის აგენტის შვილმა, მაიკ ვან ბეინენმა "ბარსელონა ბ" დატოვა და თურქულ კლუბ "გენჩლერბირლიგს" შეუერთდა.

ვან ბეინენი "ბლაუგრანას" 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა მას კატალონიელთა მაისურით მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებია. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იგი განაცხადში 8-ჯერ შეიყვანა, თუმცა თამაშში ჩართვის შანსი არ მისცემია.

20 წლის ჰოლანდიელის "ბარსელონაში" გადმოსვლამ ზაფხულში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სპორტული გამოცემები ფიქრობდნენ, რომ ვან ბეინენის ესპანეთში გადმოსვლა მამამისის მიერ განხორციელებულ დე იონგის ტრანსფერს უკავშირდებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 იანვარი 2020 15:41
    1
    ვაფშე რატო მოიყვანეს?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 16 იანვარი 2020 14:31
    4
    ასეთების წასვლით არაფერი გვაკლდება!
    Culé [?]
    #1 16 იანვარი 2020 13:58
    4
    უნდა დაეტოვებინა შედეგი სახეზეა