"იბიცას" პრეზიდენტი: ჩვენ საფეხბურთო კლუბი ვართ და არა ღამის კლუბი

"იბიცას" პრეზიდენტი: ჩვენ საფეხბურთო კლუბი ვართ და არა ღამის კლუბი

ესპანეთის თასზე "ბარსელონას" პირველი მეტოქის, "იბიცას" პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა კატალონიური TV3-ის სპორტული პროგრამა, რომელმაც მატჩის ანონსისთვის "იბიცას" ლოგოს ნაცვლად კუნძულზე მდებარე ცნობილი ღამის კლუბის ლოგო გამოიყენა. 

მოგვიანებით, COPE-სთან საუბრისას, ამადეო სალვომ ტონი ცოტათი შეარბილა და მოახლოებულ შეხვედრაზეც ისაუბრა. 

"შეიძლება, ცოტა ზედმეტი მომივიდა... თუმცა ეს ჩვენს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა იყო. ჩვენ სერიოზული საფეხბურთო კლუბი ვართ და არა ღამის კლუბი. ეს არ მომეწონა. 

წილისყრის შედეგით ძალიან კმაყოფილები დავრჩით. ეს ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო საჩუქარია. ვეცდებით, სტადიონზე ადგილები დავამატოთ და დასწრების საშუალება მეტ ადამიანს მივცეთ. 

რა თქმა უნდა, ვიცით, რომ კოპა დელ რეის ვერ მოვიგებთ, მაგრამ ჩემპიონატში ვიბრძვით და "ბარსელონასთან" შეხვედრა კარგი გამოცდილება იქნება". - განაცხადა სალვომ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 იანვარი 2020 17:45
    2
    ეს იბიცა მკიდია, აი გრანადამ კი სისხლი უნდა არწყიოს.
    ფანი [?]
    #4 15 იანვარი 2020 16:16
    6
    Valverdem iset dgeshi chagvagdo Mets vegaravis vegadavebit
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 იანვარი 2020 16:06
    1
    მართლა? პლიაჟი მეგონა მე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 15 იანვარი 2020 15:48
    5
    ამოგვტენიან გაბრაზებულზეjoy joy stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye laughing laughing 👍👍👍👍
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 იანვარი 2020 15:47
    2
    სეტიენმა ახალგაზრდები უნდა მიუშვას.არაუხომ,პუჩმა,მორიბამ,პერესმა და ფატიმ უნდა ითამაშონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.