ბართომეუ ადასტურებს, რომ "ბარსას" სეტიენთან კონტრაქტის გაწყვეტა შეუძლია

  • 15-01-2020, 12:07
  • ბართომეუ ადასტურებს, რომ "ბარსას" სეტიენთან კონტრაქტის გაწყვეტა შეუძლია

    "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კატალონიურ კლუბს კიკე სეტინეთან კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის უფლება აქვს.

    61 წლის სპეციალისტის დანიშვნიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მართალია, სეტიენმა 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ "ბარსას" ხელშეკრულების როგორც 2021, ასევე 2020 წლის ზაფხულში შეწყვეტა შეუძლია. ბართომეუმ ეს ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა.

    "სეტიენთან კონტრაქტი 2022 წლამდე გავაფორმეთ, მაგრამ ჩავდეთ პუნქტი, რომელიც ხელშეკრულების 2021 წელს შეწყვეტის უფლებას იძლევა, რადგან ამ წელს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება." - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Sport.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    15 იანვარი 2020 15:14

    მოკლედ თუ კიკემ მოიგო ლიგა უნდა დატოვონ თუ არადა აიდა ზაფხულშივე

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    15 იანვარი 2020 13:56

    გასული წლის თებერვალში რატომ აჩუქა განახლებული კონტრაქტი ვალვერდეს? არადა რომის ტრაგედია მომხდარი იყო უკვე, უცნაურია ძაან.

    2
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    KING_BARCA Culé [?]

    15 იანვარი 2020 13:39

    ბართუშა რაღაცეებს მამაძაღლობს...ამისას რას გაიგებ...

    2
    --------------------
    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......
    პარტნიორები
    Flashscore.ge