"ბარსელონა" დელოიტის ლიგის ლიდერია

"ბარსელონა" დელოიტის ლიგის ლიდერია

ისტორიაში პირველად მოხდა, რომ დელოიტის ლიგას "ბარსელონა" ლიდერობს. "ბლაუგრანა" პირველი კლუბი გახდა, რომლის წლიურმა შემოსავალმა 800 მილიონ ევროს გადააჭარბა.

2018-19 წლების სეზონზე კატალონიელთა შემოსავალმა 840.08 მილიონი ევრო შეადგინა და ამ მონაცემების მიხედვით დელოიტის ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ 2017-18 წლებში კლუბის შემოსავალი 690.4 მილიონი ევრო იყო. ერთი წლის შემდეგ კი დაახლოებით 150 მილიონი ევროთი გაიზარდა.

მეორე ადგილზე "ბლაუგრანას" უშუალო კონკურენტი "რეალი" გავიდა. გასულ სეზონზე მადრიდელების შემოსავალი 757.3 მილიონი ევრო იყო. სამეულს მანჩესტერ იუნაიტედი ასრულებს. მიუხედავად სპორტული კრიზისისა, "წითელი ეშმაკები" შემოსავლის მიხედვით ინგლისში პირველები არიან. მათმა შემოსავალმა 711.5 მილიონი შეადგინა.

დელოიტის სპორტული ბიზნესჯგუფი ყოველწლიურად კლუბების შემოსავლების მიხედვით სარეიტინგო სიას აქვეყნებს. სიის შედგენისას დელოიტი სატრანსფერო შემოსავლებს არ ითვალისწინებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 14 იანვარი 2020 21:26
    1
    ლიგაზე ქამბექი უდრის რეკორდულ შემოსავალს???ცუდიაა...
    Culé [?]
    #2 14 იანვარი 2020 16:12
    4
    ბარათიოს ფეხბურთი, იმიტომაც ფეხებზე კიდია!ფულს აკეთებს და არის,მთავარია ლალიგიდან არ გავარდეს,დანარჩენს ეშველება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 იანვარი 2020 16:08
    8
    ამ ზაფხულს კიდევ ერთხელ უნდა გაიკრას ბართუშამ ჯიბეზე ხელი ბევრი იგროკია მოსაყვანი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued