"ინტერის" დირექტორი: "ბარსელონა" ვალვერდეს გაშვების ვარიანტს განიხილავს

"ინტერის" დირექტორი: "ბარსელონა" ვალვერდეს გაშვების ვარიანტს განიხილავს

მილანის "ინტერის" აღმასრულებელი დირექტორი ჯუზეპე მაროტა "ბარსელონადან" არტურო ვიდალის ტრანფერზე საუბრობს და უნებლიედ მიგვანიშნებს, რომ "ბარსელონა" ერნესტო ვალვერედს გუნდიდან გაშვების ვარიანტს განიხილავს.

"ვიდალი, ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნებოდა.

"ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

როგორც მითხრეს, "ბარსელონას" მწვრთნელის, ვალვერდეს მომავალი კლუბში განხილვის საგანია და ვნახოთ, რა მოხდება." - ციტირებს მაროტას სიტყვებს Sky Sports-ის ჟურნალისტი ფაბრისიო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიდალის გუნდიდან გაშვების წინააღმდეგი ვალვერდეა და სავარაუდოდ, მაროტას "ბარსას" დამრიგებლის გათავისუფლების იმედი აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 11 იანვარი 2020 21:37
    0
    მოგვაშორეთ ეს წურბელა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #6 11 იანვარი 2020 14:40
    3
    იქნებ ავარიაში მოჰყვეს, რავი სხვა გზა აღარაა ამის მოსაშორებლად.
    ფანი [?]
    #5 11 იანვარი 2020 13:37
    1

    ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ბარსელონა ჩავის 2,5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს.

    საუდის არაბეთში გამართული ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის ატლეტიკოსთან 2:3 მარცხის შემდეგ ბარსელონა შინ დაბრუნდა, თუმცა კლუბის სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი და გენერალური მენეჯერი ოსკარ გრაუ კატარის დედაქალაქ დოჰაში გაემგზავრნენ, სადაც შეხვდნენ კიდეც ჩავის. ახლო წარსულის ლეგენდარული ექსფეხბურთელი დღეს სწორედ ამ ქვეყანაში მოღვაწეობს - ალ სადის მთავარი მწვრთნელია.

    პირველი წრის შემდეგ ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია, თუმცა, ამის მიუხედავად, მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს ბევრი აკრიტიკებს. სპეციალისტებს და განსაკუთრებით გულშემატკივრებს ბარსას სათამაშო სტილი არ მოსწონთ, რომელიც ბასკი სპეციალისტის ხელში საგრძნობლად შეიცვალა.

    შეგახსენებთ, რომ ჩავიმ 17 სეზონის მანძილზე ითამაშა ბარსელონაში და სადღეისოდ კლუბის რეკორდსმენია ოფიციალური მატჩების მიხედვით - 767 მატჩში 85 გოლი შეაგდო. კატალონიურ გრანდთან ერთად მან 25 ტიტული მოიგო, მათ შორის 8-ჯერ პრიმერადივიზიონი და 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 იანვარი 2020 13:35
    0
    „ბარსელონა“ ერნესტო ვალვერდეს შემცვლელის ძიებას აქტიურად განაგრძობს.
    ინფორმაციას კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.
    წყაროს ცნობით, კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობა ხავის შეხვდა, რომელიც სადღეისოდ ყატარის „ალ სადს“ უდგას სათავეში“.
    თუმცა, ხავი მათთვის პრიორიტეტული ვარიანტი არ ყოფილა და იქამდე, კატალონიელები სამ სპეციალისტს დაუკავშირდნენ. კერძოდ, „ბარსა“ ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს, „მონრეალ იმპაქტის“ დამრიგებელს ტიერი ანრის და უმუშევარ კიკე სეტიენს დაუკავშირდა.
    ოღონდ ეს გაუშვან და ზაფხულამდე სეტიენიც რო მოიყვანონ უარესი რაღა უნდა მოხდეს რაც დღეს ხდება.
    ფანი [?]
    #3 11 იანვარი 2020 13:35
    0
    კატალონიური გაზეთის სპორტის ცნობით, ლუის სუარესმა, შესაძლოა, მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთოს. გამოცემით თქმით, ბარსას ურუგვაელი ფორვარდი მუხლის ტკივილმა საუდის არაბეთში, ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ შეაწუხა.

    სამხრეთამერიკელი გოლეადორი დღეს ცნობილ კატალონიელ ქირურგ რამონ კუგატს ესტუმრება და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება ოპერაციის საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ სუარესს ქირურგიული დახმარება დასჭირდა, ის მინიმუმ 6 კვირას გამოტოვებს, მაგრამ ნაპოლისთან ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩისთვის მზად იქნება. შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ნეაპოლს 25 თებერვალს ესტუმრებიან.

    Culé [?]
    #2 11 იანვარი 2020 13:35
    2
    ამის გაშვებას კიდე განხილვა თუ უნდა...
    ფანი [?]
    #1 11 იანვარი 2020 13:25
    3
    აუუ ნეტა რაც შეიდზლება მალე