ადამა ტრაორეს, "ბარსელონაში" ყოფნის დროს, NFL-ის გუნდები იწვევდნენ

"ბარსელონას" სკოლის აღზრდილს, ადამა ტრაორეს, მისი ფიზიკური მონაცემების გამო, ამერიკული ფეხბურთის გუნდები იწვევდნენ. ამ ინფორმაციას ტრაორეს ამჟამინდელი თანაგუნდელი რომენ საისი ავრცელებს.
"ერთხელ ადამას ვუთხარი, რომ ის ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეს ჰგავს. მან კი მიპასუხა, რომ "ბარსელონაში" ყოფნის დროს, NFL-ის გუნდები მის გადაბირებას ცდილობდნენ." - ციტირებს რომენ საისის სიტყვებს Goal.
ადამა ტრაორე "ბარსელონას" აკადემიაში 2004-2015 წლებში ირიცხებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები მის დაბრუნებაზე ფიქრობენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]