ემერსონი: ვინ არ ისურვებდა "ბარსელონში" თამაშს?

ემერსონი: ვინ არ ისურვებდა "ბარსელონში" თამაშს?

"ბეტისში" მოთამაშე ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ემერსონი "ბარსელონას" მხრიდან მისით დაინტერესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

"ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ "ბარსელონას" ჩემი ვადაზე ადრე დამატება უნდა. ვინ არ ისურვებდა "ბარსელონში" თამაშს?" - ციტირებს ემერსონის სიტყვებს ბრაზილიური UOL.

2019 წლის იანვარში, "ბარსელონამ" და "ბეტისმა" ემერსონი "ატლეტიკო მინეიროდან" ერთად შეიძინეს. ესპანურმა კლუბებმა ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 12.7 მილიონი ევრო გაიყვეს. 20 წლის ემერსონი "ბეტისში" თამაშობს, "ბარსელონას" კი უფლება აქვს, 2021 წელს, ფეხბურთელი 6 მილიონ ევროდ გამოისყიდოს. ბოლო დროს კი გავრცელდა ცნობები, რომ კატალონიელებს სურთ ბრაზილიელი ვადაზე ადრე, ანუ მიმდინარე წლის ზაფხულში დაიმატონ.

მიმდინარე სეზონში, ემერსონი "ბეტისის" სასტარტო შემადგენლობის უცლელი წევრია. ლა ლიგაში ჩატარებულ 16 შეხვედრაში მან თავი 3 გოლითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 2 თვის წინ, მას დებიუტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 იანვარი 2020 23:29
    0
    არადა ვაფშე არაფერში არ გვჭირდება ეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Griz17li
    სტუმარი [?]
    #2 8 იანვარი 2020 18:39
    2
    ძაან მაგარი ფეხბურთელია მეორე ალვეში დადგება❤❤
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 8 იანვარი 2020 17:12
    2
    სანახევროდ შეძენილი ფეხბურთელიო?!?!?! ესენი კარგად არიან???