ვარსკვლავები, რომლებიც ესპანეთის სუპერ თასს დააკლდებიან

ზეგ, 9 იანვარს, სტარტს ესპანეთის სუპერ თასი აიღებს, რომელშიც მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს.
"ბარსელონაც", "რეალიც", "ატლეტიკოც" და "ვალენსიაც" საუდის არაბეთში გასამართ ტურნირს სასტარტო შემადგენლობის მნიშვნელოვანი წევრების გარეშე ხვდებიან.
"ბარსელონას" მხრიდან გამორიცხულია უსმან დემბელესა და არტურის თამაში. დიდი ალბათობით, კატალონიაში დარჩება მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც.
"რეალმა" განაცხადი უკვე დაასახელა და გაირკვა, რომ "სამეფო კლუბს", აზარისა და ასენსიოს გარდა, ბენზემა და ბეილიც დააკლდებიან.
"ვალენსიას" რიგებში ვერ ითამაშებენ გონსალო გუედეში და როდრიგო მორენო, ხოლო 1/2-ფინალში "ბარსელონას" მეტოქეს, "ატლეტიკოს" დიეგო კოსტა არ ეყოლება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]