"ატლეტიკოსთან" თამაშს "ბარსელონას" მხოლოდ 300 გულშემატკივარი დაესწრება

როდესაც საუბარი ესპანეთის სუპერ თასის ახალ ფორმატს, ნახევარფინალურ ეტაპსა და ისეთ გუნდებს ეხებათ, როგორებიც "ბარსა", "რეალი", "ატლეტიკო" და "ვალენსია" არიან, ამ გუნდების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი 12 ათასი ბილეთი, შესაძლოა, ცოტა გეგონოთ, მაგრამ როგორც გაირკვა, ძალიან ბევრია.
8-12 იანვარს, ესპანეთის სუპერ თასს საუდის არაბეთი უმასპინძლებს. ახალი ფორმატის ტურნირის თამაშები "კინგ აბდულას" სტადიონზე გაიმართება. ეს არენა 62 345 ადამიანს იტევს, ანუ, ორ ნახევარფინალურ თამაშში, 124 690 ადამიანს. ასეთი ტევადობის მიუხედავად, ორგანიზატორებმა "ბარსელონას", "რეალის", "ატლეტიკოსა" და "ვალენსიას", ნახევარფინალის 2 თამაშისთვის, სულ 12 ათასი ბილეთი გამოუყვეს.
გაირკვა, რომ ეს 12 ათასი ბილეთი ძალიან ბევრი ყოფილა, რადგან მათგან მხოლოდ 9% არის გაყიდული.
ყველაზე მეტი, 700 ბილეთი "რეალმა" გაყიდა, შემდეგ მოდის "ბარსელონა" 300 ბილეთით. "ატლეტიკო" 50 გულშემატკივრით იქნება წარმოდგენილი, ხოლო "ვალენსია" - 26.
Daily Mail-ის ცნობით, ამის მიზეზი ტურნირის ნაკლები მნიშვნელობა და მგზავრობის სიძვირეა. იმისათვის, რომ ესპანელი გულშემატკივარი სუპერ თასის თამაშს დაესწროს, მას მინიმუმ 1000 ევროს დახარჯვა მოუწევს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]