MD: "ბარსელონას" ხელმძღვანელები ვერ თანხმდებიან

თუ Sport ამტკიცებს, რომ "ბარსელონაში" არტურო ვიდალის მომავალთან დაკავშირებით აზრის ერთიანობაა, კიდევ ერთი ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Mundo Deportivo, გვამცნობს, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები ვერ თანხმდებიან.
ხელმძღვანელების ნაწილს ჩილელი ნახევარმცველის შენარჩუნება სურს. მათ შორისაა გუნდის მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, რომელიც ფეხბურთელს ამ საკითხზე ესაუბრა და სცადა დაერწმუნებინა, რომ ტრანსფერზე უარი თქვას.
კლუბის სხვა ლიდერებს ვიდალის გაშვება იმის გამო სურთ, რომ მან ფეხბურთელთა კავშირს და ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციას, გადაუხდელი ბონუსების გამო, "ბარსელონას" წინააღმდეგ საჩივრით მიმართა.
არტურო ვიდალი მილანის "ინტერის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]