როგორ შეაჩერა "ესპანიოლმა" MSG

"ესპანიოლსა" და "ბარსელონას" შორის გამართულ შეხვედრაში (2-2), "ბლაუგრანამ", როგორც მიმდინარე სეზონში ხშირად ხდება ხოლმე, კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. შესამჩნევი იყო ისიც, რომ ბოლო დროს კარგად ათამაშებულ მესი-სუარესი-გრიზმანის ტრიოს ურთიერთგაგება არ ჰქონდა. ეს სტატისტიკაშიც აისახა.
Tribuna-ს ცნობით, MSG-ს წევრებმა, მთელი თამაშის განმავლობაში, ერთმანეთს სულ 17 გადაცემა გაუკეთეს.
ეს 17 პასი ასე განაწილდა:
- მესიმ სუარესს 5 პასი გაუკეთა, სუარესს - 1;
- გრიზმანმა მესის 4 პასი გაუკეთა, სუარესს - 2;
- სუარესმა გრიზმანს 3 პასი გაუკეთა, მესის - 2.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]