"ბარსელონა" კოტ დივუარელი შემტევის შეძენისთვის იბრძვის

"ბარსელონა" კოტ დივუარელი შემტევის შეძენისთვის იბრძვის

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" 23 წლის კოტ დივუარელი შემტევი ნახევარმცველის, ჟერემი ბოგას შეძენას აპირებს. 

ბრიტანულ პრესაში გაჟღერებული ცნობების თანახმად, კატალონიურ გრანდს კონკურენციის გაწევა რამდენიმე კლუბისთვის მოუწევს. 

"სასუოლოს" მოთამაშის დამატება აქამდე მხოლოდ სერია ა-ს "ინტერსა" და "ნაპოლის" სურდათ, "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის "ევერტონში" გადასვლის შემდეგ კი ამ სიას პრემიერ ლიგის გუნდიც შეემატა. "ევერტონთან" ერთად, ბოგას შეძენით "ბრაიტონიცაა" დაინტერესებული. 

ჟერემი ბოგა 6 წლის განმავლობაში ლონდონის "ჩელსის" წევრი იყო, მაგრამ ""ლურჯების"" რიგებში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. 

ძნელი სათქმელია, ზუსტად რაში სჭირდება "ბარსელონას" ბოგას ტრანსფერი, თუმცა ცნობილია, რომ კატალონიურ კლუბს სხვა კლუბებთან უპირატესობა ექნება, რადგან მათ "სასუოლოსთან" აქამდე მიღწეული რამდენიმე შეთანხმების შედეგად ახლო კავშირი აქვთ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 7 იანვარი 2020 01:04
    0
    პრინცმა ხო აგვაშენა,ეხლა ეს სად იპოვეს....მართლა მინდა დავაყენე ბარსელონას მთელი შტაბბინაა თუ რაცქვია რა,აი მოვაწყო იმენა და ვკითხო შ...გ ხომარ გაქვთ!?.....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 6 იანვარი 2020 23:28
    0
    მოაშორეეეთთ!!!!!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 იანვარი 2020 22:43
    1
    კიდევ ერთი 20 თეთრიანი იგროკი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued