"მილანმა" "ბარსელონას" 48 საათი მისცა

  • 6-01-2020, 21:54
  • WinGs
  • 6
"მილანმა" "ბარსელონას" 48 საათი მისცა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. "მილანმა" "ბარსელონასა" და ფეხბურთელის წარმომადგენლებს 48 საათი მისცა იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ. 

ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, რომელიც კატალონიურ გუნდში გასულ წელს ჩაირიცხა, შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა, რადგან მის პოზიციაზე ჟერარ პიკე, კლემან ლანგლე და სამუელ უმტიტი თამაშობენ. სათამაშო პრაქტიკის მიღების პერსპექტივა საერთოდ არ ჩანს და ამის გათვალისწინებით, "მილანში" გადასვლა 20 წლის ფეხბურთელისთვის საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება იქნება. 

"მილანში" არ სურთ, რომ ტრანსფერი გაჭიანურდეს და მთელი იანვრის განმავლობაში სხვა კლუბებთან კონკურენციის გაწევა დასჭირდეთ და ესპანურ მხარეს ამიტომ აჩქარებენ. იმ შემთხვევაში, თუ "ბარსა" ტოდიბოს ორ დღეში გაშვებისგან თავს შეიკავებს, "როსონერი" ცენტრალური მცველის ძებნას სხვაგან გააგრძელებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    [?]
    7 იანვარი 2020 12:23
    1
    ციტატა: GiorgiM86
    იჯარით გაუშვან ყიდვის უფლების გარეშე.

    ეგრე არ ათამაშებს მილანი. უნდა გაყიდონ და 5 მილიონით მეტად უნდა დაიბრუნონ
    გულშემატკივარი [?]
    6 იანვარი 2020 23:51
    0
    იჯარით გაუშვან ყიდვის უფლების გარეშე.
    Culé [?]
    6 იანვარი 2020 23:28
    0
    ბარსაში უნდა დარჩეს ტოდიბო!
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    Culé [?]
    6 იანვარი 2020 23:15
    2
    ისეთი სათაური აქვს, მეგონა 48 საათის მერე აგვაფეთქებდა და ან რაღაც მაგდაგვარი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    6 იანვარი 2020 22:42
    3
    არსად არ უნდა გავუშვათ ტოდიბო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    6 იანვარი 2020 21:58
    3
    ხენგლე და ხეიბარტიტი არიან თურმე კონკურენტები, მიეცი სათამაშო პრაქტიკა და ლენგლეს უკან გამოისვავს