ორი "ბარსელონელი" FIFA 20-ის წლის საუკეთესო გუნდში

ახლახანს, EA-მ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშის, FIFA 20-ის წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
გასაკვირი არაა, რომ თერთმეტეულში "ბარსელონას" იმ ფეხბურთელებიდან, რომლებმაც მთელი წელი კლუბში გაატარეს, მხოლოდ ერთი მოხვდა და ეს ლიონელ მესია. მეორე ფეხბურთელი ფრენკი დე იონგია, რომელმაც თავი წინა სეზონის მეორე ნახევარში, "აიაქსში" გამოიჩინა.
"ბარსას" არგენტინელ კაპიტანთან ერთად შემტევ ტრიოს "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავი, კილიან მბაპე და "ლივერპულის" სენეგალელი თავდამსხმელი, სადიო მანე აკომპლექტებენ.
გუნდში "ლივერპულს" კიდევ ოთხი წარმომადგენელი ჰყავს: მეკარე - ალისონი, მცველები - ენდრიუ რობერტსონი, ვირჯილ ვან დეიკი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი.
მეოთხე მცველი მატეის დე ლიხტია, ნახევარდაცვაში კი დე იონგთან ერთად პრემიერ ლიგის ორი მოთამაშე, ნგოლო კანტე და კევინ დე ბრუინი არიან.
This is the #FIFA20 #TOTY 🏆
— EA SPORTS FIFA (@EASPORTSFIFA) January 6, 2020
🇧🇷 @Alissonbecker
🏴 @andrewrobertso5
🇳🇱 @VirgilvDijk
🇳🇱 Matthijs de Ligt
🏴 @trentaa98
🇳🇱 @DeJongFrenkie21
🇧🇪 @DeBruyneKev
🇫🇷 @nglkante
🇫🇷 @KMbappe
🇸🇳 Sadio Mane
🇦🇷 @TeamMessi
TOTY Attackers available in-game from 6pm UK. pic.twitter.com/cUQh0zz8qt
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]