"ბარსელონას" ადამა ტრაორეს დაბრუნება სურს

"ბარსელონა" კატალონიური გუნდის აღზრდილის, ამჟამად "ვულვზში" შესანიშნავად მოთამაშე ადამა ტრაორეს დაბრუნებაზე ფიქრობს.
23 წლის შემტევს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, ძალიან კარგი სეზონი აქვს და მისით არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა. The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფომრაციით, "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულს" "ბარსელონაც" შეუერთდა, რომელმაც ფეხბურთელის დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
გავრცელებული ცნობებით, "ვულვზი" მზადაა ესპანელის გაყიდვაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, თუ რომელიმე გუნდი 70 მილიონ ევროს შესთავაზებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისური კლუბები ფეხბურთელებში ძალიან დიდ თანხებს იხდიან, "ბარსელონას" ტრაორესთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება, მითუმეტეს, რომ თავად ფეხბურთელს კატალონიისკენ გული დიდად არ მიუწევს. ტრაორეს თქმით, ის მზადაა "რეალშიც" კი გადავიდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]