MD: "ბარსელონა" მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს

  • 6-01-2020, 14:45
  • MD: "ბარსელონა" მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს

    Mundo Deportivo-ს ცნობილი ჟურნალისტი ფრანსესკ აგილარი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, "ტოტენჰემის" ყოფილი დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო "ბარსელონას" ჩაბარების ერთ-ერთი კანდიდატია.

    კატალონიელი ჟურნალისტის ცნობით, "ბარსელონაში" პოჩეტინოს კანდიდატურა ძალიან მოსწონთ და მის დამატებაზე პრეზიდენტი ბართომეუც თანახმაა. პრობლემას კი პოჩეტინოს წარსული ქმნის. 2009-2012 წლებში, არგენტინელი "ესპანიოლს" წვრნიდა და მან განაცხადა კიდეც, რომ "ბარსელონას" არასდროს გაწვრთნიდა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ძნელი იქნება პოჩეტინოს კანდიდატურა გულშემატკივრებს მოაწონონ.

    იმავე ჟურნალისტის ინფორმაციით, "ბარსელონა" მე-2 გუნდის დამრიგებლის, გარსია პიმიენტას მუშაობით კმაყოფილია და არაა გამორიცხული, ერთ დღესაც, ის პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ ვიხილოთ. თავად პიმიენტა პირველი გუნდის ჩაბარების ამბიციას არც მალავს.

    ფრანსესკ აგილარის ცნობით, ამ ეტაპზე, ვალვერდეს ჩანაცვლების გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს, მათ შორის არც რონალდ კუმანი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Bakero Culé [?]

    7 იანვარი 2020 00:34

    ეს მადრიდისტა ჩვენთან ? rage ვენგერი მოხარშული ორაგული ზეთში ...... გვარდიოლას შემდეგ ან ტენ ჰააგი ან კუმანი

    0
    გასულია
    DINAMO82 წევრი [?]

    6 იანვარი 2020 20:10

    ზამთარშივე! ზამთარშივე უნდა მოიყვანონ ვინმე, თორემ წლის ბოლომდე ეს დაკლავს ბარსას.

    2
    გასულია
    o.dembele11 გულშემატკივარი [?]

    6 იანვარი 2020 19:58

    მოუც ამბობდა ტოტეს არასდროს გაწვრთნილ მაგრამ.ეს თუმლვა ზაფხულამდე თანახმა.ვარ ვალვერდეს ჯობია ფინალში მაინც გავიდა ლიგაზე თან ტოტენჰემით პ.ს შობას გილოცავთ😍😍

    1
    გასულია
    Lionel Messi - 10 Culé [?]

    6 იანვარი 2020 18:58

    ძაან მინდა ვენგერი დანიშნონ. მიყვარს მაგ კაცის სტილი. მაგიტომაც არ ვტოვებდი არსენალის თამაშებს. იმ შეზღუდული შემადგენლობით რას თამაშებდა არსენალს და ჩვენ დაგვხატავდა

    1
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    6 იანვარი 2020 18:25

    ვალიკოს ასჯერ უკეთესი იქნება ხავი მოიყვანეთ,რაც გასაფუჭებელი იყო ყველაფერი გააფუჭეთ ,კუმანი არ არის ცუდი ვარიანტი,პოჩეტინიო თვითონაც არ მოვა,სულ კრიტიკის ქვეშ იქნება

    3
    გასულია
    Z.TS გულშემატკივარი [?]

    6 იანვარი 2020 16:43

    ბარსა საკუთარ ფასეულებებს და სიამაყეს თვითონ აფურთხებს როცა ამის მოყვანაზე მართლა ფიქრობენ. ერთი იქნება ეს კაცი კიდე საზიზღრობას იტყვის ბარსაზე და მერე მართლა ყველა ქირდათ აიღებს ბარსას.

    4
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 იანვარი 2020 16:01

    პოჩეტინო კი არა ვენგერი მოიყვანეთ სანამ თავისუფალია

    9
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    6 იანვარი 2020 15:53

    გულშემატკივრებს მოაწონოდ დედი მაგათისამ ეს რო მოათრიეს ხო რასამო სიხარულისგან რა მექნა აღარ ვიცოდი, ამ დიშლა კაცს კი მირჩევნია, ოღონდ ეს აღარ დავინახო და ტატა მარტინო დააბრუნონ თუ უნდათ, შეტევას მაინც ათამაშებდა გუნდს ამ შლანგისგან განსხვავებით, მსოფლიოზე მოფიქრალი მესი რო არა იმ წელს მარტინო მეტს მიახწევდა, თან დაცვა არ ყავდა ტიპს ფაქტიურად და კარში ვინ ედგა პინტო

    3
    გასულია
    პავლოვიჩი56 გულშემატკივარი [?]

    6 იანვარი 2020 15:42

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    მოაშორეთ ფერმის გამგე.

    "ფერმის გამგე" დიდი ტიტულია... "ბრიგადირი" მგონი უფრო სწორია... stuck_out_tongue_winking_eye

    3
    საიტზეა
    Andres_Iniesta Culé [?]

    6 იანვარი 2020 15:31

    არ მოვა აზრი არ აქვს.

    ვენგერიიი მოიყვანეთ რა. ახლაგაზრდებისთვის ყველაზე მაგარია.


    და ვნახავთ ერთხელ და სამუდამოდ დემბეელს რისი ტრაკი ააქვს

    6
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    Wtf man ფანი [?]

    6 იანვარი 2020 15:18

    1.გვრადი 2.ტენ ჰააგი 3.კუმანი ამ სამიდან რომელიმე

    5
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    6 იანვარი 2020 14:59

    მოაშორეთ ფერმის გამგე.

    5
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV