ლუის სუარესი: შეცდომები სეზონის მეორე ნახევარში არ უნდა გავიმეოროთ

ლუის სუარესი: შეცდომები სეზონის მეორე ნახევარში არ უნდა გავიმეოროთ

კატალონიურ დერბიში ლუის სუარესის გოლი არასაკმარისი აღმოჩნდა, რადგან შეხვედრის 88-ე წუთზე "ბარსელონამ" გოლი გაუშვა და საბოლოოდ, 2 ქულა დაკარგა. ურუგვაელის თქმით, გუნდმა, სეზონის მეორე ნახევარში, შეცდომებიდან უნდა ისწავლოს.

"ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ. ბევრი ვიშრომეთ და მეტოქის მოედანზე თამაში ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნეთ. ფრეა, იგებ თუ აგებ, ყოველთვის უნდა ეცადო გაუმჯობესდე, განვითარდე. როდესაც კაცნაკლული თამაშობ, ყოველთვის რთულია. მოწინააღმდეგე შენზე მეტია და ისინი უფრო ძლიერად და ინტენსიურად უტევენ."

"ესპანიოლი" სახლში თამაშობდა, თუმცა ჩვენ ჩემპიონები ვართ, ლა ლიგის ლიდერები, ამიტომ ვალდებული ვართ რთულ სიტუაციებს გავუმკლავდეთ. ეს სეზონის მხოლოდ პირველი ნახევარი იყო. ჩვენ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და შეცდომები მეორე ნახევარში არ გავიმეოროთ." - ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 6 იანვარი 2020 12:36
    1
    მეტი კონცენტრაცია სუა.
    Culé [?]
    #2 6 იანვარი 2020 11:32
    1
    თუ არ ივლით ზომბებივით მოედანზე კარგი იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 იანვარი 2020 11:04
    2
    რათქმაუნდა შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued