მარლონი: "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ვფიქრობ

მარლონი: "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ვფიქრობ

გახსოვთ მარლონ სანტოსი? ბრაზილიელი ცენტრალური მცველი "ბარსელონაში" 2016-2018 წლებში ირიცხებოდა და კატალონიელთა პირველ გუნდში მან 3 შეხვედრაც ჩაატარა.

მარლონი "ფლუმინენსედან" "ბარსელონაში" 2016 წლის ზაფხულში, იჯარით გადმოვიდა. "ბარსა ბ"-ში წარმატებით თამაშის შემდეგ, კატალონიელებმა ფეხბურთელი გამოისყიდეს და ფრანგულ "ნიცაში" გაანათხოვრეს, ერთი წლის შემდეგ კი, იტალიურ "სასუოლოში" გაყიდეს.

"ბარსელონამ" მარლონის ტრანსფერიდან 6 მილიონი ევრო გამოიმუშავა. თუ ფეხბურთელი "სასუოლოში" 50 თამაშს ჩაატარებს, იტალიელებს კიდევ 6 მილიონის გადახდა მოუწევთ, "ბარსელონას" კი ბრაზილიელის გამოსყიდვის უფლება წარმოეშვება. როგორც ჩანს, მარლონს სწორედ ამის იმედი აქვს.

"ბარსელონასი" ძალიან მადლობელი ვარ და დაბრუნებაზე ვფიქრობ, მაგრამ ამ ეტაპზე "სასუოლოზე" ვარ კონცენტრირებული.

ჩემი მომავლის გადაწყვეტის დროს, ღმერთს მივენდობი, რადგან ის ყოველთვის კარგ გადაწყვეტილებას იღებს.

"ნიცაში" გატარებული პერიოდის შემდეგ, "სასუოლოში", სიტუაცია დადებითისკენ შეიცვალა. ამ ცვლილებას ვგრძნობ და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი განვიცადე." - განაცხადა 24 წლის ფეხბურთელმა Tribal Football-თან საუბრისას.

"სასუოლოში" მარლონმა უკვე 32 თამაში ჩაატარა. აქედან 14 მიმდინარე სეზონის 17 ტურზე მოდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #3 4 იანვარი 2020 15:09
    2
    ციტატა: professor1984
    ციტატა: M10 S9 D11
    მახსოვს ეს იგროკი მემგონი ის სამი თამაში ცუდად არ ჩაუტარებია

    არა რა ცუდად კი არა საკაიფოდ იყომარა სამივე და საერთოდ ვერ მივხვდი რატო გაუშვეს ეს ბიჭი

    ძალიან კარგად იდგა პროსტა მთლიანად იყო ცუდი წელი. თასი მოვიგეთ მარტო დალშე რეალმა წაიღო ყველაფერი. ცუდად არც იქ თამაშობს მარა ჯერ ადრე დაბრუნება. გადავიდეს უფრო დონე გუნდში და იქ იყომაროს
    professor1984
    სტუმარი [?]
    #2 4 იანვარი 2020 14:24
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    მახსოვს ეს იგროკი მემგონი ის სამი თამაში ცუდად არ ჩაუტარებია

    არა რა ცუდად კი არა საკაიფოდ იყომარა სამივე და საერთოდ ვერ მივხვდი რატო გაუშვეს ეს ბიჭი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 იანვარი 2020 13:47
    1
    მახსოვს ეს იგროკი მემგონი ის სამი თამაში ცუდად არ ჩაუტარებია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued