სემედუს აგენტმა "ბარსელონას" მისი შემცვლელი მოუძებნა

სემედუს აგენტმა "ბარსელონას" მისი შემცვლელი მოუძებნა

პორტუგალიელმა სუპერაგენტმა, ჟორჟე მენდეშმა, "ბარსელონას" შეთავაზებით მიმართა. ინფორმაცია ესპანურ Sport-ს ეკუთვნის. 

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ კატალონიური კლუბი ნელსონ სემედუს გაყიდვას განიხილავს. მენდეში კი, რომელიც სემედუს აგენტია, "ბარსას" მის სანაცვლოდ თავისი სხვა კლიენტის, რიკარდუ პერეირას დამატებას სთავაზობს. 

26 წლის პორტუგალიელი მარჯვენა მცველი "ლესტერ სიტის" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ინგლისური კლუბი კი პრემიერ ლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს და მოქმედ ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" უსწრებს. 

წყაროს ცნობით, ტრანსფერი ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან "ბარსელონას" სემედუს 50 მილიონ ევროდ გაყიდვა სურს, 40 მილიონი კი, რომელსაც "ლესტერი" ითხოვს, მათ ზედმეტად მიაჩნიათ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #4 3 იანვარი 2020 04:05
    8
    ციტატა: philipe coutinho
    არადა უმაგრესი მცველია სემედუ ჯერ არ მინახავს ეგ ვინმეს სისწრაფეზე დაეჩაგროს და მოძრაობაზე ვერ აყოლოდეს და პოზიციურობა ასწავლოს მწვრთნელმა რა ევალება აბა სხვა

    აბაა ტიპს ყველაფერი აქვს რაც მარჯვენა მცველს ჭირდება. დაჟე დანიზე მეტიც აქვს რაღაც რაღაცები, დანი ქაჯი იყო რო მოვიდა და თავის პოზიციაზე საუკეთესოდ იქცა კარგი მწვრთნელის დახმარებით. სემედოს ერთადერთი პრობლემა პასის კულტურაა, დრიბლინგი სისწრაფე ართმევაზე თამაში იდეალური აქვს. განვითარება კიდე, რაც ტრენერს ევალება ეგ ვერ განავითარა. თორე პეპი აქცევდა უმაღლესი დონის მცველად. ან კლოპი.
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #3 2 იანვარი 2020 23:56
    13
    არადა უმაგრესი მცველია სემედუ ჯერ არ მინახავს ეგ ვინმეს სისწრაფეზე დაეჩაგროს და მოძრაობაზე ვერ აყოლოდეს და პოზიციურობა ასწავლოს მწვრთნელმა რა ევალება აბა სხვა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 იანვარი 2020 23:53
    5
    რა პერეირა მოაშორეთ აქედან ინვალიდი სემედუ მირჩევნია მილიონჯერ და ვაფშე შეეშვით მაგ ბიჭს უმაგრესი იგროკია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 2 იანვარი 2020 23:29
    6
    სემედუ სჯობია,მაგრამ თუ მაინც გაუშვეს, მაშინ კოუ-კიმიხის გაცვლა უნდა მოხდეს.