"ბარსელონა" და ჟან-კლერ ტოდიბო შეთანხმდნენ

"ბარსელონა" და ჟან-კლერ ტოდიბო შეთანხმდნენ

"ბარსელონამ" და ჟან-კლერ ტოდიბომ, 20 წლის ფრანგი მცველის მომავალთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღეს.

ბოლო დროს, ახალგაზრდა უკანახაზელის ტრანსფერზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. Mundo Deportivo-ს ცნობით, მხარეებმა ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიაგნეს.

კატალონიური წყაროს ცნობით, განიხილება მხოლოდ ერთი ვარიანტი - ფეხბურთელის განათხოვრება გამოსყიდვის უფლების გარეშე.

ასეთ შემთხვევაში, ტოდიბო, რომელსაც "ბარსას" პირველ გუნდში დამკვიდრება აქვს გადაწყვეტილი, სეზონის მე-2 ნახევარში, სათამაშო დროს მიიღებს და შეეცდება "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას მისი შესაძლებლობები დაუმტკიცოს.

"ბარსელონას", თავის მხრივ, საშუალება ექნება ტოდიბო საქმეში უფრო ხშირად ნახოს და ზაფხულში მიიღოს გადაწყვეტილება, გაყიდის თუ არა მას. გარდა ამისა, ივარაუდება, რომ სათამაშო დროის მიღების შედეგად, ახალგაზრდა ფრანგის ფასი გაიზრდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    გულშემატკივარი [?]
    3 იანვარი 2020 20:48
    0
    ციტატა: kingarturo
    არაა ცუდი იგროკი და სჭირდება სათამაშო დრო, ისე საინტერესოა ამ წელს რა სიურპრიზები გველოდება ვალვერდესგან. შანსები იქნება რასაც ვხედავ, ვინაა ლიგის მომგები გუნდი რას ფიქრობთ? იუვეზე ვამბოვდი, მარა ეგენი სერიას ვეღარ იგებენ.

    სიტი მგონია მე ან ბარსა ვალვერდე თუ გაუშვეს და ვინმე წესიერი მოიყვანეს
    ლივერი არა მგონია რატომღც
    ატალანტა ამ სეზონშ ის იქნება რაც შარშნ აიაქსი
    --------------------
    "მეტი, ვიდრე კლუბი!"
    Culé [?]
    3 იანვარი 2020 00:23
    2
    თუ მეტ სათამაშო დროს მისცემენ კარგი იქნება ძალიან ! როტაციაც აუცილებელია მეტოქე გუნდის გათვალისწინებით
    Culé [?]
    2 იანვარი 2020 21:11
    3
    თასის მატჩებში უნდა ათამაშონ და ასევე სუსტ მეტოქეებთან კამპნოუზე.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გულშემატკივარი [?]
    2 იანვარი 2020 20:52
    3
    ციტატა: ROUCH
    გაანათხოვრებენ ეხლა სადღაც უკანალს იქეთ და მერე ისინიც სკამზე დალპობენ მე ხო ვიცი არა, არადა ინტერთან ლაუტაროს რა კარგათ ეთამაშებოდა და კიდე იმ ცხოველ ლუკაკუს ეჭიდავებოდა ეს პატარა ბიჭი, როცა ლენგლე უმტიტი აბალახეს ორივე

    100%!
    Culé [?]
    2 იანვარი 2020 19:09
    8
    გაანათხოვრებენ ეხლა სადღაც უკანალს იქეთ და მერე ისინიც სკამზე დალპობენ მე ხო ვიცი არა, არადა ინტერთან ლაუტაროს რა კარგათ ეთამაშებოდა და კიდე იმ ცხოველ ლუკაკუს ეჭიდავებოდა ეს პატარა ბიჭი, როცა ლენგლე უმტიტი აბალახეს ორივე
    საიტის ლეგენდა  [?]
    2 იანვარი 2020 19:00
    5
    ძალიან კარგი უნდა მიეცეს ამას ხშირი სათამაშო დრო
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued