COPE: "ბარსელონა" ვიდალს არ გაყიდის

  • 31-12-2019, 20:54
  • COPE: "ბარსელონა" ვიდალს არ გაყიდის

    კარლეს ალენიას 6-თვიანი იჯარა და არტურის ტრავმა ნიშნავს იმას, რომ "ბარსელონა" არტურო ვიდალს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არსად გაუშვებს. ამ ინფორმაციას COPE-ზე დაყრდნობით კატალონიური Sport ავრცელებს. 

    ჩილელი ნახევარმცველის შეძენით ყველაზე მეტად დაინტერესებული მილანის "ინტერია". კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ძანეტიმ ახლახანს განაცხადა, რომ ვიდალი მათ გუნდს გააძლიერებდა. 

    წყაროს ცნობით, "ინტერისგან" "ბარსელონას" ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, კატალონიური კლუბი კი ახლო მომავალში მიღებული შეთავაზებების განხილვას საერთოდ არ აპირებს. 

    განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება იტალიაში - ადგილობრივი პრესა გვარწმუნებს, რომ "ნერაძურისა" და სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელს შეთანხმება უკვე მიღწეული აქვთ და "ბარსელონასთან" მოლაპარაკების პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    2 იანვარი 2020 10:11

    მერე რაო საჩივარს გავიტანო უკან?

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    1 იანვარი 2020 10:14

    ძაან კაი არც ზაფხულში არაა გასაშვები

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    lesane C ფანი [?]

    31 დეკემბერი 2019 23:19

    ძაანაც კარგს იზამენ, გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით სითბო და ბედნიერება მოეტანოს ამ წელს

    8
    გასულია
    me da barca Culé [?]

    31 დეკემბერი 2019 23:14

    გილოცავთ ახალ წელს, ბევრი სიხარული და ბევრი ლამაზი დღეები მოეტანოს 2020 წელს.
    ხოლო წამსვლელები, წასულიყვნენ მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ ბარსასდანაც და საქართველოდანაც.
    გვფარავდეს ყველას უფალი.

    6
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    31 დეკემბერი 2019 23:06

    პირველი გამარჯვება ხვაკ იწყება ინიესტას ფინალშია იმედია გაიმარჯვებს

    6
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    31 დეკემბერი 2019 21:49

    ბარსელონას ფან კლუბს მის წევრებს და ბარსას ქომაგებს ულოცავ ახალ 2020 წელს იმედია ეს წელი იქნება ბარსასთვის და რაც მთავარია თქვენთვის ბედნიერების სიხარულის და წინსვლის წელი. იმედია მომავალი წლიდან მაინც არ დავარღვევთ საიტზე ცენზურას და კორექტიურად ვისაუბრებთ წარნატება წარმატება და კიდევ ერთხელ წარმატება ჩემო თანანამანალუნოვ და კიდევ ერთ ვისურვებ რომ მომავალი წლიდან იქნება Aჯანსაღი კრიტიკა და რაც ნთავარია დავაფასებთ პირველ რიგში ერთმანეთს და შემდეგ ბარსას თცითეულ ფეხბურთელს

    10
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    Tariel Turmanidze წევრი [?]

    31 დეკემბერი 2019 21:29

    გვჭირდება ვიდალი heart_eyes

    9
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV