"გალათასარაი" არდა თურანით დაინტერესდა

  • 31-12-2019, 14:50
  • "გალათასარაი" არდა თურანით დაინტერესდა

    შესაძლოა არც გახსოვთ, მაგრამ არდა თურანი ისევ "ბარსელონას" ფეხბურთელია, რომელიც უკვე 2 წელია "ბაშაქშეჰირშია" განათხოვრებული.

    თურქულ კლუბში გატარებული დროის განმავლობაში, 32 წლის ფეხბურთელმა თავი სკანდალებით უფრო დაგვამახსოვრა, ვიდრე თამაშით. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ თურანის მიერ გუნდის გამოცვლა დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა.

    გასაკვირი კი ისაა, რომ უკვე ბევრისგან მივიწყებული მოთამაშით თურქული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბი "გალათასარაი" დაინტერესდა. სტამბოლელებს რთული პერიოდი უდგათ და როგორც ჩანს, მათ იმედი აქვს, რომ პრობლემების დაძლევაში მათივე აღზრდილი არდა თურანი დაეხმარებათ.

    Gazzetta dello Sport-ს ცნობით, "ბარსელონამ" და "გალათასარაიმ" მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. კატალონიურ კლუბთან თურანის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და თუ იანვარში "ბლაუგრანა" მის სანაცვლოდ თუნდაც მცირე თანხას მიიღებს, წარმატება იქნება.

    არდა თურანი "ბარსელონაში" 2015 წელს, 34+7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა. თურქმა ფეხბურთელმა, "ბლაუგრანაში", 55 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    1 იანვარი 2020 10:09

    მოიცა კაცო ეს არ გაგვიყიდია? 😂😂😂

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    me da barca Culé [?]

    31 დეკემბერი 2019 23:17

    სურათზე, სუფთა ცხოველია.

    0
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    31 დეკემბერი 2019 17:10

    ამაზეც თუ რამე იქნებოდა სათქმელი ვერ ვიფიქრებდი🤣🤣

    0
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    31 დეკემბერი 2019 16:47

    უნდა გადავიდეს. მან თავისი უკვე გააკეთა ტიტულებიც მოიგო და მისი კვალიც დატოვა როგორც ნაკრებში ასევე ატლეტიკოსა და გალათასარაიში

    2
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    31 დეკემბერი 2019 16:21

    ციტატა: ROUCH
    ციტატა: njanka1977
    ასე ფეხბურთელს ჩაესვარა?! ნაკლებად მახსენდება. კაცი დაფრინავდა ატლეტიკოში და ბარსელონაში პენსიის თვის ჩამოვიდა

    ბარსას ბრალია ეგეც, ჯერ რო იყიდეს ნახევარი სეზონი გაუცდა ბანის გამო, მერე როგორც ყველას ექცევიან რეგულარულად არ ათამაშეს რო დამატებითი ბონუსი არ გადაეხადათ, როგორც ეხლა ვიდალს უკეთებენ ძირითადი რო არ გაუმუდმეს, იყიდე რა ისე და თუ უწესებ ბონუსს მიე რა რას წუნკალობ იმ 2-3მილიონზე

    ბართომეუს ბრალია ეგეც

    ტიპი ებრაელია.

    4
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    Z.TS გულშემატკივარი [?]

    31 დეკემბერი 2019 15:13

    ციტატა: ROUCH
    ციტატა: njanka1977
    ასე ფეხბურთელს ჩაესვარა?! ნაკლებად მახსენდება. კაცი დაფრინავდა ატლეტიკოში და ბარსელონაში პენსიის თვის ჩამოვიდა

    ბარსას ბრალია ეგეც, ჯერ რო იყიდეს ნახევარი სეზონი გაუცდა ბანის გამო, მერე როგორც ყველას ექცევიან რეგულარულად არ ათამაშეს რო დამატებითი ბონუსი არ გადაეხადათ, როგორც ეხლა ვიდალს უკეთებენ ძირითადი რო არ გაუმუდმეს, იყიდე რა ისე და თუ უწესებ ბონუსს მიე რა რას წუნკალობ იმ 2-3მილიონზე

    მართალიხარ თუ რამოდენიმე მილიონის გამო არუნდა ათამაშო და ფორმიდან უნდა ამოაგდო რაღატო ყიდულობ საერთოდ

    2
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    31 დეკემბერი 2019 15:09

    ციტატა: njanka1977
    ასე ფეხბურთელს ჩაესვარა?! ნაკლებად მახსენდება. კაცი დაფრინავდა ატლეტიკოში და ბარსელონაში პენსიის თვის ჩამოვიდა

    ბარსას ბრალია ეგეც, ჯერ რო იყიდეს ნახევარი სეზონი გაუცდა ბანის გამო, მერე როგორც ყველას ექცევიან რეგულარულად არ ათამაშეს რო დამატებითი ბონუსი არ გადაეხადათ, როგორც ეხლა ვიდალს უკეთებენ ძირითადი რო არ გაუმუდმეს, იყიდე რა ისე და თუ უწესებ ბონუსს მიე რა რას წუნკალობ იმ 2-3მილიონზე

    4
    გასულია
    njanka1977 Culé [?]

    31 დეკემბერი 2019 15:00

    ასე ფეხბურთელს ჩაესვარა?! ნაკლებად მახსენდება. კაცი დაფრინავდა ატლეტიკოში და ბარსელონაში პენსიის თვის ჩამოვიდა

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV