სერჟი რობერტომ ვარჯიში განაახლა

სერჟი რობერტომ ვარჯიში განაახლა

2020 წლის პირველი მატჩისთვის "ბარსელონას" მზადებას კატალონიელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა.

სერჟი რობერტომ, რომელსაც ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალა, საშობაო არდადეგების შემდეგ გამართული პირველი 2 ვარჯიში კლუბის ნებართვით გამოტოვა. Sport-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი ვარჯიშს გუშინ საღამოს დაუბრუნდა.

სერჟი რობერტოსთან ერთად, გუშინ საღამოს გამართულ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელებმა: ინიაკი პენიამ, გილემმა, ხანდრომ, მონჩუმ, კოლიადომ, რიკი პუჩმა, აბელ რუისმა და მარკესმა, ასევე კარლეს პერესმა და ანსუ ფატიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.