"ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბი ისევ ჩემპიონია 🏆

  • 31-12-2019, 01:13
  • "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბი ისევ ჩემპიონია 🏆

    კვირას, 29 დეკემბერს, გაიმართა საფეხბურთო ინტელექტუალური თამაშის, "მე-12 მოთამაშეს" ბოლო, მე-4 ტური.

    პირველი 3 ტურის დამაჯერებლად მოგების გამო, "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბის გუნდი "ბლაუგრანა" ბოლო ტურს დიდი, 25-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. თუმცა, ჩვენი ფანკლუბის უკვე პრინციპულ მეტოქედ ჩამოყალიბებულმა "აჭარასპორტმა" შეუძლებელი თითქმის შეძლო და ბოლო 5 კითხვის წინ, სხვაობა 15 ქულამდე შეამცირა.

    საბოლოოდ, "ბლაუგრანამ" 15-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და 3 სეზონიდან მეორეს ჩემპიონი გახდა. შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა 2019 წლის საუკეთესო გუნდის სტატუსიც მოიპოვა. 3 სეზონის შემდეგ, "ბლაუგრანას" აქტივში 2 ჩემპიონობა და ერთი მე-2 ადგილია.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სეზონში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ბოლო ტურის წინ ჩემპიონის ბედი უკვე გარკვეული იყო - "ბლაუგრანამ" პირველობა 3 კითხვით ადრე გაინაღდა.

    ჩემპიონებს, ორგანიზატორების მიერ დაწესებული თასის გარდა, შემდეგი ორგანიზაციების მიერ დაწესებული პრიზები შეხვდათ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სეტანტა, სარაჯიშვილი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, კანტი.

    ჩემპიონი გუნდის შემადგენლობა: ილო ბაბუხადია, ნიკა ტაბატაძე, ტატო ბაციკაძე, ანდრია პროსტოსერდოვი, მიშა ზაქარეიშვილი, გიორგი ანთაძე. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ტატო ბაციკაძე დასახელდა.

    2020 წლიდან, ამ გუნდის თამაშის უკვე ტელეეთერში ხილვა შეგეძლებათ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: Penya Blaugrana Tbilisi
    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    KING_BARCA Culé [?]

    31 დეკემბერი 2019 20:12

    მეგობრებო,ყველას მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2020 წელი,ჯანმრთელობას,დღეგრძელობას ხვავს და ბარაქას გისურვებთ...ჩვენ ერთი ოჯახი ვართ,უნდა ვიყოთ კიდეც,ამ დიდი კლუბის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები,გულშემატკივრები,წარმატებები ჩვენს ბარსელონას,ბევრი სიხარული მოეტანოს ახალ წელს ჩვენთვის...⚽⚽⚽🍷🍷🍷🍾🍾🍾

    1
    --------------------
    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......
    გასულია
    dshvelidze ფანი [?]

    31 დეკემბერი 2019 18:22

    გილოცავთ ბიჭებო.წარმატებები.

    1
    საიტზეა
    me da barca Culé [?]

    31 დეკემბერი 2019 11:13

    ბაციკაძე რობიზონ კრუზო მეგონა უკაცრიელი კუნძულიდან. 😂

    5
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    31 დეკემბერი 2019 08:59

    გილოცავთ ბიჭებო უძლიერესები ხართ

    11
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    31 დეკემბერი 2019 02:54

    გილოცავთ მაგრები ხართ

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ლეომესი წევრი [?]

    31 დეკემბერი 2019 01:27

    ყოჩაღ...
    გილოცავთ და კიდევ ბევრ წარმატებას გისურვებთ...
    Visca Barça

    4
    გასულია
    ani-barca10 Culé [?]

    31 დეკემბერი 2019 01:25

    ვა ტატო ბაციკაძეც ყოფილა joy შუაში რო დგას ეს ბარსამანიის ადმინია, ნუ ვინც არ იცის :დ

    7
    --------------------
    38 წლის ფედერერმა ჯოკოვიჩი გაიფინა :დდდ https://m.youtube.com/watch?v=AlEShGJvIrg

    ბარსელონა რეალს იფენს მუდამ

    21 საუკუნე, პიკე 36 ტიტული > რეალი 22 ტიტული

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    გასულია
    Magician Culé [?]

    31 დეკემბერი 2019 01:17

    გილოცავთ! ეგ ერთი და სხვა მრავალი!

    8
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    პარტნიორები
    Flashscore.ge