ხავიერ ძანეტი: ვიდალი "ინტერს" გააძლიერებს
მილანის "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტი, ხავიერ ძანეტი, არტურო ვიდალზე საუბრობს.
ჩილელი ფეხბურთელი სეზონის პირველ ნახევარში "ბარსელონას" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი იყო, მაგრამ ზაფხულში მისი ტრანსფერი მაინც განიხილება.
"ვნახოთ, რა მოხდება, წინ ერთი თვე ჯერ კიდევ გვაქვს. ვიდალი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მისი ხასიათი და გამოცდილება "ინტერს" ნამდვილად ბევრს შემატებს. ეს ტრანსფერი გაგვაძლიერებს, მაგრამ ჩვენ ისედაც მაღალ დონეზე ვართ". - აცხადებს ძანეტი ESPN-სთან ინტერვიუში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]