"ბარსელონასა" და "მილანის" მოლაპარაკებების დეტალები

"ბარსელონასა" და "მილანის" მოლაპარაკებების დეტალები

"ბარსელონას" ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.

Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" 19 წლის ფეხბურთელის მხოლოდ იჯარით გაშვებაზეა თანახმა. Calciomercato კი იუწყება, რომ კატალონიელები აპირებენ ტოდიბო "მილანს" 25 მილიონ ევროდ მიჰყიდონ და მისი გამოსყიდვის უფლება დაიტოვონ.

იტალიური წყარო "მილანის" მიერ შეთავაზებულ პირობებსაც ავრცელებს. იტალიელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა და მისი 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლების დატოვება სურთ. რაც შეეხება "ბარსელონას" მიერ ფეხბურთელის უკან დაბრუნების უფლების შენარჩუნება - "როსონერი" ამის წინააღმდეგია და სანაცვლოდ "ბლაუგრანას" ტოდიბოს უპირატესი შესყიდვის უფლებას სთავაზობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 დეკემბერი 2019 01:38
    3
    დაანებეთ თავი ამ ბიჭს ვაიდა უმტიტი ისევ დაიმტვრა მერე ვის იმედზე ვრჩებით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 26 დეკემბერი 2019 22:10
    7
    ეს არ უნდა დავკარგოთ,ძაან მაგარიაა.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂