მესის დასამყარებელი რეკორდები 2020 წლისთვის

მესის დასამყარებელი რეკორდები 2020 წლისთვის

ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი კვალის დატოვებას განაგრძობს.

არგენტინელი თითქმის ყოველ თამაშში ახალ რეკორდს ამყარებს. მიუხედავად მესის მიღწევებისა, ჯერ კიდევ დარჩა ასპექტები, რომლებშიც არგენტინელი ვერ ლიდერობს, თუმცა 2020 წელს შანსი ექნება აქაც პირველი გახდეს.

Goal-ზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვან რეკორდებს, რომლებიც მესის დარჩა დასამყარებელი.

პირველი, ალბათ, პელეს რეკორდია. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა "სანტოსის" რიგებში 643 გოლი გაიტანა. ამ ეტაპზე მესის "ბარსელონას" მაისურით 618 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 26 აშორებს ახალ რეკორდამდე.

"ბარსელონაში" ჩატარებული მატჩების მიხედვით, ლიონელ მესი მხოლოდ ჩავი ერნანდესს ჩამორჩება. ესპანელმა "ბლაუგრანას" მაისურით 767 მატჩში მიიღო მონაწილეობა, არგენტინელმა კი 705-ში. იმის გათვალისწინებით, რომ მესის კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2021 წლამდე აკავშირებს, ამ რეკორდის მოხსნა პრობლემა არ იქნება.

ჩემპიონთა ლიგაზე რაიან გიგზმა ზედიზედ 16 სეზონში შეძლო გოლის გატანა და ეს მაჩვენებელი რეკორდულია. მესის ამჟამად 15 სეზონში აქვს იგივე გაკეთებული. თუ 2020 წელსაც "ბარსელონა" ლიგაზე იასპარეზებს, მესის გიგზთან გათანაბრება შეეძლება.

ყველაზე საინტერესო ტიტულების რაოდენობაა. ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი დანი ალვესია. მას 40 ტიტული აქვს. მეორე ადგილს მაქსველი იკავებს (37). ლიონელ მესის ამჟამად 34 ტიტული აქვს. თუკი "ბარსელონასთვის" 2020 წელი წარმატებული აღმოჩნდება, არგენტინელი შეძლებს ამ ასპექტშიც ლიდერი იყოს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 დეკემბერი 2019 12:11
    2
    ახლა ლაპარაკი სხვა რომელიმე რიგით ფეხბუთელს რომ ეხებოდეს ვიტყოდი რომ ღრმა სიბერეში მოხსნიდა ანაც ვერ მოხსნიდა მაგ რეკორდებს მარა საქმე როცა მესის ეხება ეგ უბრალოთ დროის საკითხია და სამევე გამოწვევას მუხლზე გადაიკლავს...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 დეკემბერი 2019 00:59
    2
    უპრობლემოდ მოხსნის მაგ რეკორდებს ლომი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 დეკემბერი 2019 17:37
    18
    "ბარსელონას" რომ წესიერი მწვრთნელი ჰყოლოდა, ტიტულების რაოდენობით მესი უკვე პირველ ადგილზე იქნებოდა.ძალიან საწყენია.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 26 დეკემბერი 2019 17:23
    23
    კარიერის დასასრულს ყველა რეკორდს მოხსნის და ისე წავა ფეხბურთიდან! მინიმუმ 2022 წლამდე ბარსაში იქნება და მოუხსნელ რეკორდებს დატოვებს. იმედია მსოფლიოსაც მოიგებს 2022 წელს.