"მანჩესტერ სიტის" მესის 70 მილიონად შეცდომით შეძენამდე ცოტა დააკლდა

"მანჩესტერ სიტის" მესის 70 მილიონად შეცდომით შეძენამდე ცოტა დააკლდა

"მანჩესტერ სიტის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გარი კუკი 11 წლის წინ მომხდარ საინტერესო შემთხვევას იხსენებს.

კუკის თქმით, 2008 წელს, მან ლეო მესის 70 მილიონ ფუნტად შეძენა შეცდომით სცადა.

იმ დროს, "მანჩესტერ სიტი" კარლოს ტევესის ტრანსფერზე მუშაობდა. ერთ-ერთი საუბრის დროს, რომელსაც კლუბის მესაკუთრე თაკსინ შინავატრა, მისი წარმომადგენელი პაიროჟ პიემპონგსანტი და მთავარი საოპერაციო ოფიცერი პოლ ოლდრიჯი ესწრებოდნენ, მესაკუთრის წარმომადგენელმა ემოციურად წარმოთქვა ფრაზა "Yes, yes, yes! Very messy, messy, it's getting messy!" (დიახ, დიახ, დიახ! ძალიან არეული სიტუაციაა, არეული, ძალიან არეული!).

კუკის თქმით, მან ეს ფრაზა გაიგო, როგორც "We've got to get Messi" (ჩვენ მესი უნდა გავიფორმოთ). სწორედ ამიტომ, მან "ბარსელონას" შეთავაზება გაუგზავნა, რომელიც მესის 70 მილიონ ფუნტად ყიდვას ითვალისწინებდა.

ეს ის პერიოდია, როდესაც სარეკორდო ტრანსფერი ჯერ კიდევ ზიდანის "რეალში" 77 მილიონ ევროდ (დაახლოებით 65 მილიონი ფუნტი) გადასვლაა. ანუ, "მანჩესტერ სიტი", შეცდომით, ახალი რეკორდის დამყარებას შეეცადა.

The Athletic-თან საუბრისას, გარი კუკი ყვება, თუ რა მოხდა შემდეგ: "მომდევნო დღეს, პრემიერ ლიგიდან დეივ რიჩარდსმა დამირეკა და მკითხა: "გარი, შენ გააკეთე შეთავაზება ლიონელ მესიზე? 70 მილიონი ფუნტი? გაგიჟდი?"

როგორც ჩანს, "ბარსელონამ" ეს შეთავაზება სერიოზულად მიიღო: "რიჩარდსმა მითხრა, რომ მას "ბარსელონადან" დაუაკვშირდნენ და ჰკითხეს, რეალური იყო თუ არა ეს შეთავაზება. მათ დეივს უთხრეს, რომ თუ ეს რეალურია, მათ შეეძლოთ შეთანხმებისთვის რამდენიმე კვირით ადრეც მიეღწიათ."

საბედნიეროდ, გაუგებრობა გაუგებრობადვე დარჩა და მოლაპარაკებებს სერიოზული სახე არ მისცემია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 დეკემბერი 2019 00:57
    7
    რა სისულელეა მესის ვინ გაუშვებდა მაგ დროს ბარსადან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #6 26 დეკემბერი 2019 23:25
    4
    ციტატა: პავლოვიჩი56
    რაებს ბოდავთ,რაებს...?! რღა საიტი-ადმინი და რაღა საქართველოს "მთავრობა-ოპოზიცია"... stuck_out_tongue_winking_eye
    ფანი [?]
    #5 26 დეკემბერი 2019 20:10
    2
    რაებს ბოდაბთ,რაებს...?! რღა საიტი-ადმინი და რაღა საქართველოს "მთავრობა-ოპოზიცია"... stuck_out_tongue_winking_eye
    Culé [?]
    #4 26 დეკემბერი 2019 18:14
    8
    ფულის დედას სევეცი ეგარი ფული
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 26 დეკემბერი 2019 17:28
    4
    ჭორიააა,ლაპორტა ამას არ გაყიდიდა,შანსი არააა. ჯერ კიდევ გაუჩოს ზეობის პერიოდში ამყარებდა მესიზე იმედებს და სულ იმას ამბობდა,რომ ლეო გუნდის მომავალი ლიდერია. ისე საინტერესოა როდის მოხდა ეს "გაუგებრობა",რადგან 2008 წლის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჩაიბარა გვარდიმ ბარსა(მაისის ბოლოს) და მისვლისთანავე მასზე დაამყარა იმედი. არ მგონია პეპს ლაპორტასთვის ეთქვა მესი მომავალი ლიდერიაო და პარალელურად პრეზიდენტს მის გაყიდვაზე ეფიქრა.
    Messiforever
    სტუმარი [?]
    #2 26 დეკემბერი 2019 16:35
    4
    ნელა ზვიადი ხელი არ შეგეშალოს
    Culé [?]
    #1 26 დეკემბერი 2019 16:26
    10
    აზრზე ხართ? ყიდიდნენ ბიჭო :დ კი მაშინ მთლად ესეთი თუ გამოდგებოდა ვინ იფიქრებდა მაგრამ მესის ყიდიდნენ ბიჭოო ეს უღმერთოები :დდ