"ბარსელონას" გეგმები იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე
- 26-12-2019, 15:18
-
marusa barcelona
- 6

იანვრის სატრანსფერო ფანჯარა მალე გაიხსნება. "ბარსელონა" შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანას გეგმავს.
Marca-ს ცნობით, კლუბს სურს ორი ფეხბურთელი, ჟან-კლერ ტოდიბო და კარლეს ალენია იჯარით გაუშვას.
კარლეს ალენია არ აპირებს სეზონის მეორე ნახევარი სათადარიგოთა სკამზე გაატაროს. ფეხბურთელს შემოთავაზებები "ბეტისიდან" და "ხეტაფედან" აქვს. დაინტერესება პირველად "ბეტისმა" გამოხატა. სევილიელებს ალენიას იჯარით აყვანა ჯერ კიდევ ზაფხულში სურდათ.
"ხეტაფეს" საქმეში მარკ კუკურელიას ჩართვა სურს. იგი ალენიას მეგობარია და მადრიდელები ფიქრობენ, რომ კუკურელია "ბარსელონას" ნახევარმცველს ტრანსფერში დაარწმუნებს.
წამსვლელთა სიაშია ჟან-კლერ ტოდიბო. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას ფრანგის გაყიდვა არ სურს. ერთ-ერთი კლუბი, რომელმაც დაინტერესება გამოხატა "ლევერკუზენია". ასევე, არის შემოთავაზებები იტალიიდან და გერმანიიდან. ტოდიბოს წასვლა "ბარსელონასთვის" მეოთხე მცველის შეძენის აუცილებლობას არ წარმოშობს. მეორე გუნდში რონალდ არაუხოა, რომელიც ვალვერდეს ძალიან მოსწონს და ენდობა კიდეც.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]