"ინტერს" ვიდალს ალენია ურჩევნია
- 26-12-2019, 12:59
-
Writer
- 4

"ბარსელონას" 21 წლის ფეხბურთელს, კარლეს ალენიას, კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.
აქამდე ცნობიმლი იყო, რომ მილანის "ინტერს" "ბლაუგრანადან" არტურო ვიდალის გადაბირება უნდოდა. თუმცა, Mundo Deportivo-ს ცნობით, "ნერაძური" "ბარსელონას" მიერ მოთხოვნილმა ოცმა (ზოგიერთი ცნობით 25) მილიონმა ევრომ დააფრთხო. იმავე წყაროს ცნობით, იტალიური გუნდი კარლეს ალენიას ტრანსფერზე გადაერთო.
ალენიას "ბარსელონადან" იანვარში იჯარით წასვლა სავსებით შესაძლებელია. მისით, "ინტერის" გარდა, "ხეტაფე" და "ბეტისი" არიან დაინტერესებულნი.
კატალონიური პრესის ცნობით, თავად ფეხბურთელს კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელების პერსპექტივა არ მოსწონს. საქმე ისაა, რომ ალენია და მისი შეყვარებული, უახლოეს მომავალში, შვილს ელოდებიან და კარლესს სურს, რომ ამ დროისთვის სამშობლოში იმყოფებოდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]