ბუსკეტსი: პიკეს შემთხვევაში წესების დარღვევა ჩემს ეპიზოდზე უკეთ ჩანს, არ მესმის, რატომ არ გადაამოწმა ეს მომენტი VAR-მა
"სოსიედადი"-"ბარსელონას" მატჩის ბოლოს, საკამათო მომენტი დაფიქსირდა. მეტოქის საჯარიმოში ჟერარ პიკე წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და გადასამოწმებლად არც VAR-ს მიმართა.
ამით უკმაყოფილოა "ბარსას" საყრდენი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი, რომელსაც მსგავს ეპიზოდში შეხვედრის დასაწყისში წესების დარღვევა დაუფიქსირეს ("სოსიედადმა" ანგარიში სწორედ ამ თერთმეტმეტრიანით გახსნა).
"ჩემი ეპიზოდი საკმაოდ გაურკვეველია. შესაძლოა, დიეგო ლორენტეს მოვქაჩე, მაგრამ ამ მომენტში წონასწორობის შენარჩუნება რთული იყო.
პიკეს შემთხვევაში ყველაფერი უკეთ ჩანდა. ნამდვილად არ მესმის, რატომ არ დაიხმარა მსაჯმა VAR. თუმცა, ამაზე დარდი აღარ ღირს, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილება თამაშის ბედს შეცვლიდა". - ამბობს ბუსკეტსი მატჩის შემდეგ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]