ტრავმები არტურისთვის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია

  • 13-12-2019, 18:58
  • ტრავმები არტურისთვის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია

    "გრემიოდან" შეძენილ არტურ მელოს "ბარსელონაში" ჩავის შემცვლელად მოიაზრებდნენ. ნახევარმცველმა დაამტკიცა, რომ პოტენციალი აქვს, თუმცა მიზნის საბოლოოდ განხორციელებაში ხელს ტრავმები უშლის.

    As-ის ინფორმაციით, "ბარსელონაში" სჯერათ, რომ არტურის განვითარებას ტრავმები აფერხებს. გასულ კვირას, კლუბის სამედიცინო შტაბმა არტურის ახალი ტრავმა დაადასტურა. ბრაზილიელს საზარდულის პრობლეები აქვს.

    სანაკრებო პაუზიდან დაბრუნების შემდეგ, არტური განაცხადშიც არ მოხვედრილა "მალიორკას", "ლეგანესისა" და "ინტერის" წინააღმდეგ. "დორტმუნდთან" მატჩში კი სათადარიგოთა სკამზე იყო. ბრაზილიელმა მხოლოდ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ითამაშა.

    ეს ტრავმა პირველი არ არის. ჯერ კიდევ წინა სეზონში მიღებული მუხლის ტრავმის გამო, არტურს მთელი თვის გამოტოვება მოუხდა.

    როდესაც არტური ფორმაშია, ერნესტო ვალვერდე მას სათამაშო დროს ყოველთვის აძლევს. ბრაზილიელი კლუბისთვის საკვანძო ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში არტურმა 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: არტური
    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    leo-messi წევრი [?]

    14 დეკემბერი 2019 16:17

    Ra daewyot am bolo dros barsas visac iyidian yvela tramas rava gebulobs da arturi samedu dembele am samidan chemi azrit sanam pasi aqvs kide dembele gayidon magis 5 tamashi ar maxsovs zedized gadambuli sul tramvebi aqvs da amxela puli rom gadaixades imis naxevari ar gauketebia ar daiwyot exla nichieria talantia axalhazrdaa amdeni welia magas izdaxit da magis karg stabilur tamash ar daadga sashveli sanam droa gayidon da magis shemcvleli iyidon

    0
    გასულია
    პეპ გუარდიოლა ფანი [?]

    14 დეკემბერი 2019 00:30

    წელს აშკარაა რომ მომატებული აქ მარა საკმარისი არაა, ბევრი დრო ეძლევა და მეტად უნდა გარისკოს, თამაში უნდა გაამწვავოს პასებით, ასეთ არტურს რაკეტა სკამს ყოველთვის გაახეხინებს ამიტო უნდა იმუშაოს ბევრი, გარანტურებული არცერთს არაფერი არუნდა ქონდეს და მაშინ დაიდება შედეგი

    1
    საიტზეა
    B.A.r.c.A ფანი [?]

    13 დეკემბერი 2019 22:41

    Ratomgac mgonia ro am bichs gayidian da igive shecdoma iqneba rac alcantaras gayidvisas daushves

    1
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    13 დეკემბერი 2019 20:11

    მალე ჩადგება ფორმაში,ძაან მაგარიააა.

    4
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    13 დეკემბერი 2019 19:07

    ისეთი ტრამვა იმ მუხლის ტრამვის გარდა ამას არაფერი მიუღია დიდი დიდი კუნთები გადაეღალოს და ეს ყველამ ვიცით ვისი ბრალიცაა და ეგ საზარდულის "ტრამვა" კიდე არაფერია ასე რომ ძალიან აბუქებენ ამის სიტუაციას

    12
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge