ოფიციალური ფანკლუბის შეკრება "კლასიკოზე"

18 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, საფეხბურთო სამყაროს მთავარი დაპირისპირება გაიმართება - "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.
მიუხედვად იმისა, რომ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშება ორივე გუნდმა ცუდად დაიწყო, ესპანური ფეხბურთის გრანდებმა თამაშის გამოსწორება და ცხრილის სათავეში მოკალათება მოახერხეს. ამჟამად, "ბარსელონა" და "რეალი" პირველ ადგილს იყოფენ, ბურთების უკეთესი სხვაობით კი წინ კატალონიელები არიან.
"ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბი ამ თამაშის საყურებლად თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 14ბ ნომერში, სპორტბარ "ჰაკერ ფშორში" იკრიბება. საყვარელ გუნდს დიდ ეკრანთან, უმაღლესი ხარისხის ლუდისა და უგემრიელესი კერძების თანხლებით ვგულშემატკივრობთ.
შეკრებაზე დასწრება თავისუფალია. ადგილების დაჯავშნა საჭირო არაა, შეგიძლიათ, საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ პირდაპირ გვეწვიოთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]