"ბარსელონამ", შესაძლოა, "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატოს

  • 11-12-2019, 23:44
  • "ბარსელონამ", შესაძლოა, "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატოს

    ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ბარსელონა" ამ კვირაში იტალიაში იმყოფებოდა. კლუბის ხელმძღვანელებმა შემთხვევით ისარგებლეს და პარტნიორი კლუბის, "სასუოლოს" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს. 

    საუბარი ტრანსფერებს ეხებოდა. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, გაიჟღერა ჟერემი ბოგას სახელმა - კოტ-დივუარელი ნახევარმცველი იტალიური კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. 

    ბოგა 2015-18 წლებში "ჩელსიში" ირიცხებოდა, მაგრამ თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა. ჟერემი 22 წლისაა და თუ მისი "სასუოლოდან" წასვლა გადაწყდება, იტალიელები ფეხბურთელს "ბარსას" დაუთმობენ. 

    შეღავათები მხოლოდ ბოგაზე არ ვრცელდება - "ბარსელონას" "სასუოლოს" სხვა ნებისმიერი ფეხბურთელის შეძენის სურვილის შემთხვევაში სხვა მსურველებთან უპირატესობა ექნება. 

    სანაცვლოდ, "ბარსას" აკადემიის ფეხბურთელები სათამაშო პრაქტიკას სერია ა-ში მიიღებენ. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    12 დეკემბერი 2019 04:00

    ეს ვინ ჩემი ფეხებია მოაშორეთ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Don_Andresito [?]

    12 დეკემბერი 2019 03:39

    ვიცი ეს ბოგა, დემბელეს ძალიან ძალიან ცუდი ვარიანტია. სასუოლოში ცენტიდან უტევს ფორვარდის უკან, ბარსაში ეგ პოზიცია საერთოდ არ გვაქვს, ვერც ნახევარდაცვაში დადგება, ვერც ფლანგზე შეტევაში იმიტო რო ისეთი სწრაფიც არაა. ტექნიკური არის მარა გაოცებული რო დავრჩენილიყავი არა. თან მაგარი იდიოტური მდგომარეობა აქვს სასუოლოსთან. სენსიზეც ქონდათ პრიორიტეტი მარა რა ქნეს? 5 მილიონიანი იჯარით ინტერმა წაიყვანა, 25 ად გამოისყიდიან და ეხლა 60 უნდათ ჩვენ რო მოგვყიდონ. არაფერში ინტერი გვიგებს ფულს. კი გვყავდა ბევრი ნახევარმცველი მარა დაეყიდათ სასტავი და მოეყვანათ სენსი აქამდე. ან ეყიდათ და იჯარით დაეტოვებინათ იქ სადაც იყო. ისე ბოატენგი რო მოათრიეს სასუოლოდან მაშინ დაიწერა სენსიზე პრიორიტეტი მოიპოვესო, მაშინ დავწერე კარგი ბიჭია თქო მარა აქ იმენა მიწასთან გაასწორეს. კარგი იქნებოდა გუშინ ეთამაშა, უკეთ ვნახავდით რა იგროკია მარა ტრავმმა აქვს. როცა დაბრუნდება უყურეთ, მშვენიერი იგროკია თან იმ ფასად რადაც გვაძლევდა სასუოლო. ბოგა ეხლა იციან სად უნდა გაიკეთონ, ცალკე ბართომეუმ ცალკე იმათმა. მარლონი ვაჩუქეთ, ხოდა თუ უნდათ ბერარდი მოგვცენ სკამზე დავსვათ და გამოვიყენოთ, ეგოისტ პერესს ჯობს

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV