"ბარსელონა" და "ბეტისი" შეთანხმებასთან ახლოს არიან

"ბარსელონა" და "ბეტისი" შეთანხმებასთან ახლოს არიან

ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველის, კარლეს ალენიას ტრანსფერის თაობაზე "ბარსელონამ" და "ბეტისმა" შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს, იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით, ალენია უკვე შეხვდა "ბეტისის" მთავარ მწვრთნელს და მზადაა იანვარში სევილიაში გადაბარგდეს. თუმცა, კლუბები მცირე დეტალებზე ვერ თანხმდებიან - "ბარსას" სურს, რომ კარლესი იჯარით გაუშვას და სეზონის დასრულების შემდეგ დაიბრუნოს, ხოლო "ბეტისი" იჯარის დასრულების შემდეგ ესპანელი ფეხბურთელის შეძენის უფლებას ითხოვს.

თუ კლუბები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, სავარაუდოდ "ბარსელონას" დათმობებზე წასვლა მოუწევს. ამ შემთხვევაში, კატალონიელები ალენიას გამოსყიდვის უფლებას დაიტოვებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 დეკემბერი 2019 03:59
    0
    ძალიან კარგი წადი წადი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 დეკემბერი 2019 00:50
    3
    ეჰ რა კლასნია ტიპი არადა, ნებისმიერ გრანდში გაქაჩავს ჩემიაზრით, ძაან ჭკვიანია და იდეალური დრიბლინგიცააქ..
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 დეკემბერი 2019 23:53
    0
    20 მილიონი დადონ და წაიყვანონ არადა ცუდი იგროკი არ არის მარა თუ დარჩება სკამზე უნდა იჯდეს და ალბათ წავა რა..
    Nou kamp
    სტუმარი [?]
    #1 11 დეკემბერი 2019 23:43
    3
    ზიდანი ეტყობა ვალენსიასთან ასვენებს კაზემიროს.თორე დღეს არ ათამაშებდა.