ლიონელ მესი ტვიტერის ათეულში მოხვდა

  • 10-12-2019, 17:14
  • ლიონელ მესი ტვიტერის ათეულში მოხვდა

    ტვიტერმა თავის გვერდზე 10 ყველაზე განხილვადი მამაკაცი სპორტსმენის სია გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ლიონელი მესის ტვიტერის ოფიციალური გვერდი არ აქვს, არგენტინელმა სიაში მეორე ადგილი დაიკავა.

    1. ნეიმარი
    2. ლიონელ მესი
    3. კრიშტიანუ რონალდუ
    4. ლებრონ ჯეიმსი
    5. კავაი ლეონარდი
    6. კობი ბრაიანტი
    7. ტომ ბრედი
    8. კილიან მბაპე
    9. კეისუკე ჰონდა
    10. ანტონიო ბრაუნი

    ტვიტერმა მონაცემები 2019 წლის პირველი იანვრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით გამოითვალა.

    ლიონელ მესიმ ამ შემთხვევაში მის უშუალო კონკურენტს, კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო. როგორც ჩანს, სოციალურ ქსელში რონალდუს თამაშზე განხილვადი მესის გოლები და მატჩები იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მონაცემები 15 ნოემბრამდე გამოთვლილი და მასში 2 დეკემბერს მოგებული მეექვსე "ოქროს ბურთი" არ შედის.

    რაც შეეხება ნეიმარს, ბრაზილიელის სატრანსფერო საგა ზაფხულის ყველაზე განხილვად სპორტულ თემას წარმოადგენდა. "პარი სენ-ჟერმენის" შემტევის შეძენას "ბარსელონა" და "რეალი" აქტიურად ცდილობდნენ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    10 დეკემბერი 2019 21:06

    ნეიმარზე გაიპატიურების ამბებიც იყო ალბათ ყველაზე განხილვადი.

    1
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    10 დეკემბერი 2019 20:16

    ტვიტერი არ აქვს და მე-2 ადგილი დაიკავა და ტვიტერი რო ქონოდა პირველი ადგილი გარნტირებული ექნებოდა :დდდდდდ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge