იულიან ნაგელსმანი: ბარსელონა ულამაზესი ქალაქია შესანიშნავი კლუბით

იულიან ნაგელსმანი: ბარსელონა ულამაზესი ქალაქია შესანიშნავი კლუბით

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი აცხადებს, რომ მას ქალაქი ბარსელონაც ძალიან მოსწონს და საფეხბურთო კლუბიც.

"როგორც არაერთხელ მითქვამს, ბარსელონა ულამაზესი ქალაქია შესანიშნავი კლუბით. თუმცა, მხოლოდ ეს კლუბი არაა მიმზიდველი." - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Tribuna.

მიუხედავად იმისა, რომ ნაგელსმანი ჯერ მხოლოდ 32 წლისაა (მესიზე პატარა), მას უკვე 3-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. "ჰოფენჰმაიმში" წარმატებით მუშაობის შემდეგ, გასულ ზაფხულში, მან "ლაიფციგი" ჩაიბარა და, ჯერჯერობით, ძალიან წარმატებითაც - ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზე მყოფი მისი გუნდი "დორტმუნდს" 4, ხოლო "ბაიერნს" 6 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა კი "ლაიფციგმა" უკვე გაინაღდა.

აღსანიშნავია, რომ ნაგელსმანი პეპ გვარდიოლას სტილის მიმდევარია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მწერალი [?]
    #1 9 დეკემბერი 2019 13:11
    10
    ხომ არ მოხვიდოდი? smile
    --------------------
    🔵🔴