ლორენი: "ოქროს ბურთი" ყოველ წელს მესის უნდა გადაეცეს

ლორენი: "ოქროს ბურთი" ყოველ წელს მესის უნდა გადაეცეს

წარსულში ცნობილი კამერუნელი ფეხბურთელი ლორენი, რომელმაც თავი "არსენალში" თამაშით დაგვამახსოვრა, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.

"უკვე შეუძლებელია მოძებნო სიტყვები, რომლებითაც მესის მიერ ბოლო 15 წელიწადში ნაჩვენებ თამაშს აღწერ. მასთან მიმართებაში, ნორმალურად მივიჩნევთ ისეთ რაღაცებს, რაც ნორმალური სულაც არაა. რასაც ის აკეთებს ექსტრაორდინალურია. "ოქროს ბურთი" ყოველ წელს მესის უნდა გადაეცეს. ის ისტორიაში და დღესაც საუკეთესოა." - ციტირებს ლორენის სიტყვებს Marca.

ახლახანს, ლორენმა ასევე განაცხადა, რომ "ბარსელონა" ძველებურად ვეღარ დომინირებს.

2006 წელს, ლორენს ლეო მესის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის შანსი ჰქონდა, თუმცა ორივე ფეხბურთელმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 დეკემბერი 2019 17:33
    2
    ინდივიდუალურობის გამო რო აძლევდნენ მართლაც ყოველ წელს მესის უნდა აძლევდნენ მარა ტიტულები წყვიტავს მაგ ჯილდოს გამარჯვებულს თუმცა წელს მესიმ ისეთი შედეგი დადო ტიტულებითაც ვერ აჯობეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 9 დეკემბერი 2019 12:07
    9
    კიიი,ინდივიდუალურად ვერავინ შეედრება.
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #1 9 დეკემბერი 2019 11:27
    9
    რაც ამის წინ თქვა
    ეგეც 100 მწარე სიმართლე იყო და ახლაც 100%იანია.