SER: ალენიას მომავალი 99%-ით გარკვეულია
- 9-12-2019, 10:25
-
Writer
- 4

"ბარსას" 21 წლის ნახევარმცველის, კარლეს ალენიას მომავალი თითქმის გარკვეულია. ახალგაზრდა ფეხბურთელი, იანვარში, "ბეტისში" გადავა.
SER-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" 19 ნომრის ანდალუსიურ გუნდში გადასვლა 99%-ით გადაწყვეტილია. საუბარი იჯარაზეა.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ალენიას იჯარით აყვანის სურვილს "ბეტისი" და "ხეტაფე" გამოთქვამდნენ. მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ეს საჯაროდან აღიარა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა არჩვანი სევილიელების სასარგებლოდ გააკეთა.
კარლეს ალენიამ, მიმდინარე სეზონში, მონაწილეობა მხოლოდ ორ მატჩში მიიღო. გუშინ მან დაადასტურა, რომ იანვარში იჯარით სხვაგან წასვლის ვარიანტს განიხილავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]