კაზემიროს "ელ კლასიკოს" გამოტოვება ისევ ემუქრება

კაზემიროს "ელ კლასიკოს" გამოტოვება ისევ ემუქრება

ლა ლიგის მე-16 ტურში, "ესპანიოლთან" დღეს გამართულ შეხვედრაში (2-0), მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, კაზემირომ, ყვითელი ბარათი არ მიიღო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს "ელ კლასიკოს" გამოტოვება კვლავ ემუქრება.

კაზემიროს, "ელ კლასიკომდე" ერთი ტურით ადრე, ლა ლიგაში 4 ყვითელი ბარათი აქვს. ეს ნიშნავს, რომ 15 დეკემბერს, "ვალენსიასთან" სტუმრად გასამართ სავარაუდოდ რთულ მატჩში, ზიდანმა ან ბრაზილიელი უნდა დაასვენოს, ან გარისკოს. გარისკვის შემთხვევაში, თუ კაზემირო "მესტალიაზე" გააფრთხილეს, ის 3 დღეში გასამართ "კლასიკოს" გამოტოვებს.

საინტერესოა, რომ 26 ოქტომბერს გასამართი "ელ კლასიკოს" წინაც კაზემირო მსგავსი პრობლემის წინაშე იდგა. თუ ის "მალიორკასთან" გაფრთხილებას მიიღებდა, "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა. თუმცა, ბრაზილიელს სექტემბრის დასაწყისში "ვილიარეალთან" მიღებული ყვითელი ბარათი მოუხსნეს. მე-4 გაფრთხილება კაზემირომ მაინც მიიღო და ახლა მას უკვე გადატანილი "ელ კლასიკოს" გამოტოვება ემუქრება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 8 დეკემბერი 2019 12:01
    0
    Es cocxalia? Kazemiros fexburti ar gaishva
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 8 დეკემბერი 2019 01:12
    1
    იმედია მიიღებს ყვითელს ვალენსიასთან ეს თუ არ ეყოლება რეალს პრახადნოი დვორი დაცვა ეყოლება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #6 7 დეკემბერი 2019 23:46
    4
    ჩვენ მესი გვაკლდა კლასიკოზე...და დიდი ამბავი ეხლა კაზემირო გამოაკლდეთ....თუ არ გამოაკლდებათ მესი ათრევს როგორც ჩვევია...ასე რომ...
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    ფანი [?]
    #5 7 დეკემბერი 2019 23:45
    1
    გამოტოვეს არა ამის იმუნიტეტა სუყველაფეს ეთად შეუარდა ფირპო
    [?]
    #4 7 დეკემბერი 2019 23:40
    2
    ციტატა: Chiquinto
    აზარი არ იქნებაო, ბელიც გამოტოვებსო აგერ კაზემირო .. . . ხვალ პერესი გამოვა თვიური მაქო იტყვის და არ გინდათ თამაში და დავიწერთ მაგ 3 ქულას პირდაპირ ტოო neutral_face

    კაზემიროს კიდე გაუუქმებენ ბარათს ან სულ რო იჩეხაოს არ მისცემენ. სადაც დღეს ვინი არ გააგდეს რა პრობლემაა. თან ვიცით მსაჯებს როგორ უყვართ კაზე. მერე დღეს რეალის ფანი ნადალის მალიორკა იჩეხავებს
    Culé [?]
    #3 7 დეკემბერი 2019 23:20
    2
    გაჩნდა ინფორმაცია რომ რეალი ვან დე ბეეკს 55 მილიონად ყიდულობს . ეს თ მართალია , მაშინ არც ვიცი რა ვთქვა , ამ ფასში ეს ფეხბურთელი დაგვხატავდა და თანაც რეალში ? ჩვენ 80 მოგვთხოვდნენ ნამდვილად . არ იყო ეს ბიჭი გასაშვები ხელიდან , რაღაცით ოვერმარსს მაგონებს . 🙂🙂
    Culé [?]
    #2 7 დეკემბერი 2019 23:15
    1
    კაი იქნება ორივე გუნდი სრული შემადგენლობით იყოს, რომ მერე როდესაც მოვიგებთ მადრიდისტები დაიწყებენ ხალხი გვეკლოო და ასეთი რაღაცეები.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 დეკემბერი 2019 23:09
    3
    ო თუ გააყიითლეს მართლა დიდი დანაკლისი იქნება ეს რეალისთვის, 200 წლის მოდრიჩის დაყენება მოუწევს, მაგას კი არწყევინა წინა სეზონსი ფრენკიმ და ეხლა რას უზავს