ბენზემას სურს “ბარსელონასთან” თამაში

ბენზემას სურს “ბარსელონასთან” თამაში

ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას” მომავალი მეტოქის, "ლიონის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "რენთან” მატჩის დროს ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმის შუაში იძულებული იყო მოედანი დაეტოვებინა. ფეხბურთელმა შესაძლოა ვერ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში "ბარსელონას” წინააღმდეგ.

თავად ფეხბურთელს ძალზე სურს ამ თამაშში მონაწილეობის მიღება: "ეს დიდებული მატჩია, მე ძალიან მინდა ამ მატჩში მონაწილეობის მიღება. ვიმედოვნებ, რომ მოვასწრებ გამოჯანმრთელებას, მაგრამ ყველაფერი ექიმებზეა დამოკიდებული”.

დღესდღეოობით ბენზემა 15 თამაშში გატანილი 11 გოლით არამარტო "ლიონის”, არამედ მთელი საფრანგეთის ჩემპიონატის მასშტაბით საუკეთესო ბომბარდირია.

თუ ბენზემამ ხვალინდელ მატჩამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, მის ადგილს ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ ბრაზილიელი ფრედი დაიკავებს.

წყარო: www.euro-football.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.