"მალიორკას" მოთამაშე: მესის შესაჩერებელი ფორმულა არ არსებობს

"მალიორკას" მოთამაშე: მესის შესაჩერებელი ფორმულა არ არსებობს

"მალიორკას" თავდამსხმელმა, ანტე ბუდიმირმა "ბარსელონასთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა, რომელიც ლა ლიგის მე-16 ტურის ფარგლებში, "კამპ ნოუზე" შედგება.

"მესის შესაჩერებელი ფორმულა არ არსებობს. "ბარსელონასგან" განსხვავებით, ჩვენ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ კარგად, მაგრამ საჭიროა პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ. სტატისტიკით, ისინი შინ წელიწადში დაახლოებით ერთ თამაშს აგებენ და 2-3 შეხვედრას ფრეს თამაშობენ. ქულების აღება ძალიან რთული იქნება.

როგორც გუნდი ჩვენ მაღალ დონეზე უნდა ვიყოთ, რათა მესისა და მისი პარტნიორების შეჩერება ვცადოთ. მომენტები ნაკლები გვექნება, მაგრამ მეტი უნდა გავიტანოთ." - განაცხადა ბუდიმირმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 6 დეკემბერი 2019 10:42
    1
    რეალში არ აგერიოთ ბიჭუნა, კაკ მინიმუმ 4 ბურთს შეგიცუცნულებენ ერთ ადგილას 😁😁😁
    [?]
    #3 6 დეკემბერი 2019 01:53
    2
    კი არსებობს მესის შეჩერების ფორმულა. გაუშვით სტარტშივე ორი სამი გოლი და მერე აღარ გადაიღლის თავს და ისერინებს. ან ვაფშე არ გამოხვიდეთ მოედანზე და მესიც შეჩერდება. ტყუილად ხო აღარ ირბენს მერე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 დეკემბერი 2019 23:17
    0
    ხო შენ მაგ სტატისტიკის იმედზე იყავი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 დეკემბერი 2019 23:14
    0
    ჩქარჩქარა თქვი ათჯერ და მოიგებ.