"ბარსელონას" ფანკლუბის შეკრება "ელ კლასიკოზე"

"ბარსელონას" ფანკლუბის შეკრება "ელ კლასიკოზე"

18 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, საფეხბურთო სამყაროს მთავარი დაპირისპირება გაიმართება - "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

"ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბი ამ თამაშის საყურებლად თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 14ბ ნომერში, სპორტბარ "ჰაკერ ფშორში" იკრიბება. საყვარელ გუნდს დიდ ეკრანთან, უმაღლესი ხარისხის ლუდისა და უგემრიელესი კერძების თანხლებით ვგულშემატკივრობთ.

შეკრებაზე დასწრება თავისუფალია და "ბარსელონას" ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია, ადგილების წინასწარ დაჯავშნა კი ოფიციალური ფანკლუბის წევრებს ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით შეუძლიათ. ფანკლუბის წევრებს შეხვდებათ "ჰაკერ ფშორის" ადმინისტრაციის მიერ დაწესებული საჩუქარიც - 10%-იანი ფასდაკლება.

გაითვალისწინეთ: ჯავშნები, რომლებიც გათვლილი იყო 26 ოქტომბრის თამაშზე, გაუქმებულია. ადგილების დაჯავშნა თავიდანაა საჭირო.

ადგილის დაჯავშნა (ოფიციალური ფანკლუბის წევრებისთვის)

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.