ლიონელ მესიმ მე-6 ოქროს ბურთი მოიგო!
პარიზში გამართულ "ოქროს ბურთის" 64-ე დაჯილდოების ცერემონიაზე 30 კანდიდატის პოზიციები განაწილდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ადგილი "ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ დაიკავა და ყველა დროის რეკორდი დაამყარა - არგენტინელს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ტიტული უკვე ექვსჯერ აქვს მოგებული და კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც მას 2017 წელს გაუთანაბრდა, ისევ უსწრებს.
ლეო მესიმ ოქროს ბურთის მოგება პირველად 2009 წელს მოახერხა. შემდეგ, ის ტიტულს 2010, 2011, 2012 და 2015 წლებში დაეუფლა. ნომინანტთა შორის ის სულ 11-ჯერ იყო.
Lionel Messi is the 2019 #ballondor winner 🤚☝️ pic.twitter.com/5nNZXl05vY
— Ballon d'Or #ballondor (@francefootball) December 2, 2019
დღეს გამოვლენილ საუკეთესო 30 მოთამაშეს შორის კიდევ სამი "ბარსელონელია": ფრენკი დე იონგი მე-11 ადგილზე გავიდა, ანტუან გრიზმანი მე-18 პოზიციაზე, ხოლო მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 24-ე ადგილი დაიკავა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 60 ]