ლუის სუარესი მიგვანიშნებს, თუ ვინ სურს მას თავის შემცვლელად

  • 30-11-2019, 13:52
  • ლუის სუარესი მიგვანიშნებს, თუ ვინ სურს მას თავის შემცვლელად

    ლუის სუარესი იმ ახალგაზრდა თავდამსხმელებს ასახელებს, რომელთა თამაშის ყურებაც მას მოსწონს.

    იმის გათვალისწიებით, რომ ბოლო დროს, 32 წლის შემტევმა მისი შემცვლელის ყიდვის აუცილებლობაზე 2-ჯერ ისაუბრა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი მიგვანიშნებს, თუ ვისი ხილვა სურს "ბლაუგრანაში".

    "არაერთი ახალგაზრდა თავდამსხმელია, რომლებიც მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად თამაშობენ.

    პირადად მე, რამდენიმე თავდამსხმელის თამაშის ყურება მსიამოვნებს. მაგალითად, აბრაჰამი, "ჩელსის" 9 ნომერი. ჩემის აზრით, ასაკისი მიუხედავად, ის ძალიან კარგი ფინიშერია.

    კიდევ ერთი ასეთი თავდამსხმელია მაქსი გომესი და ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ურუგვაელია. მას აქვს ის თვისებები, რომლებსაც დიდი გუნდები ეძებენ.

    და, რა თქმა უნდა, ლაუტარო მარტინესი, რომელიც სეზონს ძალიან მაღალ დონეზე ატარებს." - ციტირებს სუარესის სიტყვებს One Football.

    ტემი აბრაჰამი 22 წლისაა. მიმდინარე სეზონში, "ჩელსის" მაისურით ჩატარებულ 20 თამაშში, მან 11 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

    23 წლის მაქსი გომესი "ვალენსიაში" გასულ ზაფხულში "სელტადან" გადავიდა. "ღამურების" რიგებში ჩატარებულ 18 მატჩში მან თავი 6 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

    "ინტერში" მოთამაშე 22 წლის ლაუტარო მარტინესის საამსეზონო მონაგარი 18 შეხვედრაში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    სპარტაკი გულშემატკივარი [?]

    2 დეკემბერი 2019 19:54

    Mieces kous shansi..

    0
    გასულია
    Mesimxeci წევრი [?]

    30 ნოემბერი 2019 20:07

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ის გააკეთე,გრიზი გვყავს

    გრინზმანზე შეგახსენებ რომ წავიდენაო დამაგის იმედი ატ უნდა გვქონდეს

    1
    გასულია
    professor1984 Culé [?]

    30 ნოემბერი 2019 19:28

    რომელი მაქსი გომესი ცარიელ კარში რო ვერ გააქვს 2 მეტრიდან გოლი მაგ მაქსიზე ამბობ შენ ჯეკა? smile

    4
    გასულია
    philipe coutinho ფანი [?]

    30 ნოემბერი 2019 18:21

    მაქსი გომესმა ჩელსისთან ისეთები აკეთა აშკარად მაღალი დონის ფინიშერია კიი :დდ აბრაჰამი მეც ძააან ძააან მომწონს კაი ბიჭია

    2
    --------------------
    Forca Barca!!!
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    30 ნოემბერი 2019 15:44

    მაქსი გომესი არა გელაშვილი კიდე ჰალანდი ან ფელიში გვინდა ვსიო მეტი არავინ

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    30 ნოემბერი 2019 15:21

    არავის არ იყიდიან, გრიზმანი 9-იანზე და მორჩა, 28 წლისაა, 4 სეზონს ითამაშებს უმაღლეს დონეზე და მერე სკამზე, სკამიდან შემოვა და საჭირო მატჩებში გუნდს დაეხმარება
    პარალელურად ანსუ გადავა ცენტრში, ცოტა სიმაღლეშიც გაიზრდება, 2 სართულზეც რომ იჭიდავოს

    5
    გასულია
    messi_leo წევრი [?]

    30 ნოემბერი 2019 15:11

    Abrahami martla gaasworebda

    2
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    30 ნოემბერი 2019 14:38

    ლაუტარო და ლაუტარო ტვინი გაიჟიმა უკვე, მოიყვანენ და გახდება დემბელე, კოუტინიო მშვენიერი ფირვარდი ყავთ მარა ფლანგზე ამაზილავებენ

    0
    გასულია
    პენდრაგონი წევრი [?]

    30 ნოემბერი 2019 14:36

    ჰალანდია იდეალური

    2
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    30 ნოემბერი 2019 14:33

    შენ რაც გევალება ის გააკეთე,გრიზი გვყავს ცენტრში და ამას უბრალოდ მწვრთვნელის ცვლილება სჭირდება.

    1
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    30 ნოემბერი 2019 14:32

    აბრაჰამი იდეალურია.

    ლაუტაროც კაია მარა ამ ზაფხულში ვინც უეჭვწლი უნდა იყიდოს ბარსამ არის მცველი. ინ ინტერის მცველი იდეალურია. რეალს 100 მილიონი მოთხოვეს და არაო თქვა. ამიტომ შანსი გვაქვს.
    ან კულიბალი
    მარა ახალაფზრდა ჯობს მაინც.
    და დონი ვან დე ბეიკი ჩეკი ოცმებააა

    2
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    30 ნოემბერი 2019 14:20

    არადა მაგიტომ ამბობ, რომ ურუგვაელია smiley
    ჩელსისთან მაგის თამაშს ვინც უყურა, ბარსა კი არა ცხვარზე და ოციანზე არ ათამაშებდა ძირითადში (თუ კაცი არ დაემტვრათ და იძულებულები არ გახდნენ) smiley

    0
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    30 ნოემბერი 2019 14:02

    მე მსურს ამ საუტზე მომუშავე მწერლებს მადლობა გადაუხადო მაგრამ მსურს რომ ერთი რამ უთხრა სტატიას რომელიც ეძღვნებოდა ბარსას დაარსების იუბილეს და კერძოდ მის ისტორიას დაარსებიდან დღემდე აუცილებელი იყო რომ ამ სტატიაში ინიწსტას და მასკერანოს წასვლის შესახებაც უნდა დაწერილიყო რაიმე

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    duggu ფანი [?]

    30 ნოემბერი 2019 13:54

    ლაუტარო აქედან ყველაზე კაი ვარიანტია და უნდა იყიდონ აუცილებლად

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge