კოკე: "ბარსელონა" არ დასუსტებულა

  • 30-11-2019, 13:30
  • კოკე: "ბარსელონა" არ დასუსტებულა

    მადრიდის "ატლეტიკოს" კაპიტანი კოკე "ბარსელონასთან" ხვალ გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

    კითხვაზე, ხომ არაა წლევანდელი "ბარსა" წინა წლების გუნდთან შედარებით სუსტი, კოკე ასე პასუხობს: "არავითარ შემთხვევაში. "ბარსელონა" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს. ამ მატჩში გულშემატკივრების სერიოზული დახმარება დაგვჭირდება. რთული თამაში გველის, მაგრამ გვინდა გულშემატკივრებს სიამოვნება მივანიჭოთ." - ციტირებს კოკეს სიტყვებს As.

    კოკემ კომენტარი იმ ფაქტზეც გააკეთა, რომ ლა ლიგაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მისმა გუნდმა "ბარსელონა" მხოლოდ 2-ჯერ დაამარცხა: "ყველა თამაში ერთმანეთისგან განსხვავებულია. რთული დაპირისპირება გველის, რომელიც კარგად უნდა დავიწყოთ. მეტოქეს ბურთი უფრო ხშირად ექნება, ჩვენ კი მას ინტენსიურ თამაშში უნდა ავყვეთ."

    "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ერთმანეთს ხვალ, მადრიდში, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაუპირისპირდებიან.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: კოკე, ატლეტიკო
    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Mesimxeci წევრი [?]

    30 ნოემბერი 2019 19:58

    ახლა 4 0 რო მოიგოს ბარსამ მაგარი იქნევა

    2
    გასულია
    me da barca Culé [?]

    30 ნოემბერი 2019 17:27

    3 წაგება აქვს ბარსას და არც ერთში ბუსკეთსი არ იყო, (ორჯერ საერთოდ არ უთამაშია ერთხელ შეცვლაზე შემოვიდა) გამომდინარე იქიდან, რომ ბარსა სტუმრად "დაფრინავს" და ბუსიც არ იქნება, ამიტომ არ მომწონს ეს ამბავი.

    2
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    30 ნოემბერი 2019 16:36

    ციტატა: პავლოვიჩი56
    ციტატა: duggu
    სადაც მესია იქ უპირატესობა ყოველთვის აქვს გუნდს. ასე რომ უნდა გავაგრძელოთ მჩეხავების წაგების სერია. იმედია არ დაგვტრამვავენ.

    მესი გასაგებია. მაგრამ...ვალვერდე რომ მეტოქის მე-12 მოთამაშეა... ?!stuck_out_tongue_winking_eye

    არა, მადრიდში ვალვერდე 13 იქნება იქ მაყურებელია მე-12.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    30 ნოემბერი 2019 15:42

    უნდა დავადუღოთ ესენი ხვალ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    პავლოვიჩი56 გულშემატკივარი [?]

    30 ნოემბერი 2019 14:40

    ციტატა: duggu
    სადაც მესია იქ უპირატესობა ყოველთვის აქვს გუნდს. ასე რომ უნდა გავაგრძელოთ მჩეხავების წაგების სერია. იმედია არ დაგვტრამვავენ.

    მესი გასაგებია. მაგრამ...ვალვერდე რომ მეტოქის მე-12 მოთამაშეა... ?!stuck_out_tongue_winking_eye

    0
    გასულია
    Magician Culé [?]

    30 ნოემბერი 2019 14:32

    რთული თამაში იქნება, რადგან მეტოქე "ატლეტიკოა", თან საკუთარ სტადიონზე არიან. კარგი ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში გასვლა გარანტირებული აქვთ ბიჭებს და შედარებით თავისუფლად ითამაშებენ.

    1
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია
    duggu ფანი [?]

    30 ნოემბერი 2019 13:53

    სადაც მესია იქ უპირატესობა ყოველთვის აქვს გუნდს. ასე რომ უნდა გავაგრძელოთ მჩეხავების წაგების სერია. იმედია არ დაგვტრამვავენ.

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV