"ინტერი" ლაუტარო მარტინესის "ბარსელონასგან" "დაცვას" გეგმავს

  • 29-11-2019, 23:25
  • "ინტერი" ლაუტარო მარტინესის "ბარსელონასგან" "დაცვას" გეგმავს

    მილანის "ინტერი" გუნდის არგენტინელი თავდამსხმელით, ლაუტარო მარტინესით "ბარსელონას" დაინტერესების გამო შეშფოთებულია და აპირებს 22 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. ამ ინფორმაციას Transfermarkt-ს ჟურნალისტი ნიკოლო შირა ავრცელებს.

    როგორც ცნობილია, ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევროა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა არგენტინელი, მომდევნო ზაფხულისთვის, "ბარსელონას" მთავარი სამიზნე იქნება. მილანში შიშობენ, რომ კატალონიელები გამოსასყიდ თანხას გადაიხდიან და "ნერაძურის" ერთ-ერთ ლიდერს "ბარსელონაში" გადაიყვანენ.

    ნიკოლო შირას ცნობით, "ბარსელონას" გეგმის ჩასაშლელად, "ინტერი" აპირებს მარტინესს შესთავაზოს ახალი კონტრაქტი, რომელშიც გამოსასყიდი თანხა გაზრდილი იქნება. კლუბი ცდილობს ფეხბურთელი ხელფასის მომატებით დაითანხმოს - იტალიელები მარტინესს წელიწადში 3.5 მილიონს სთავაზობენ, აგენტი კი 5 მილიონს ითხოვს.

    მარტინესი, რომელსაც "ბარსა" ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავს, შესანიშნავ სეზონს ატარებს. გამართულ 18 შეხვედრაში მან უკვე 11 გოლი გაიტანა. შედარებისთვის, გასულ სეზონში, ლაუტაროს აქტივში 35 მატჩში გატანილი 9 გოლი იყო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    davitichi925 წევრი [?]

    1 დეკემბერი 2019 22:28

    კი ეგ კაი ბიჭი ჩანს. ეგაა ნოსაყვანი.ნეიმარი. სანჩო.(დემბელე განათხოვრდება) დე ლიხტი.კიმიხი.საულ ნიგესი😉

    0
    გასულია
    BarcelonaFanTV გულშემატკივარი [?]

    30 ნოემბერი 2019 08:40

    111მილიონი რა ამბავია, ეგერ ვერნერი 30 მილიონი ღირს და ეგ ვიყიდოთ

    0
    --------------------
    "მეტი, ვიდრე კლუბი!"
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    30 ნოემბერი 2019 04:21

    ციტატა: NEYBarca
    გრიზმანი/დემბელე ლაუტარო მესი

    დე ბეკი
    არტური
    დე იონგი

    ალბა ლენგლე უმტიტი კიმიხი

    მწვრრთნელი ტენ ჰაგი

    არც კიმიხი გვჭირდება და ლაუტარო ხო საერთოდ

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    30 ნოემბერი 2019 01:36

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    მესი-გრიზი-დემბო ამ ტრიოთი უნდა ვითამაშოთ და სუპერ შეტევა გვეყოლება. არ დაიწყოთ ახლა დემბელე ბანძიაო და ა.შ. წაეთრევა ჩმორიკო და ნახავთ დემბოს რეალურ ძალას!

    კი მაგრამ დემბელეს ტრამვებს რა ეშველება? გეგონება ვალიკომ ექიმების სასტავიც თავისი მოიყოლა, დებილები, ამდენი ტრამვიანობა ერთმანეთის მიყოლებით მე არ მახსოვს..სუარესმაც კი დააფიქსირა რომ დემბელეს ვერ მკურნალობენ კარგად!
    რა დღეშია ბარსა, წავიდეს ბართო და გაიყოლოს მთელი ნაგავი!

    4
    გასულია
    KING_BARCA Culé [?]

    30 ნოემბერი 2019 00:55

    ნეტა არ ატრა...ებდეთ რა....მარტინესი სულ.არ ჭირდება ბარსელონას....

    4
    --------------------
    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    30 ნოემბერი 2019 00:38

    აი ეს საერთოდ არაფერში არ გვჭირდება აი საერთოდ არაა ისეთი როგორსაც პრესა აპიარებს ჩვეულებრივზე ოდნავ მაღალი დონი იგროკია ფელიში და ჰალანი მილიონჯერ მირჩევნია ამას

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    29 ნოემბერი 2019 23:53

    მესი-გრიზი-დემბო ამ ტრიოთი უნდა ვითამაშოთ და სუპერ შეტევა გვეყოლება. არ დაიწყოთ ახლა დემბელე ბანძიაო და ა.შ. წაეთრევა ჩმორიკო და ნახავთ დემბოს რეალურ ძალას!

    5
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    ani-barca10 Culé [?]

    29 ნოემბერი 2019 23:33

    მშვენიერი ფორვარდი გვყავს გრიზმანის სახით :დ შეტევაში მხოლოდ მარცხენა ვინგერის მოყვანა იქნება მართებული

    5
    --------------------
    38 წლის ფედერერმა ჯოკოვიჩი გაიფინა :დდდ https://m.youtube.com/watch?v=AlEShGJvIrg

    ბარსელონა რეალს იფენს მუდამ

    21 საუკუნე, პიკე 36 ტიტული > რეალი 22 ტიტული

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    გასულია
    ferreira10 ფანი [?]

    29 ნოემბერი 2019 23:28

    სუარესის ყველაზე რეალურ შემვლელად სწორედ ამ ბიჭს ვხედავ. 99%-ით დარწბუნებჯლი ვარ გაამართლებს.

    10
    პარტნიორები
    Flashscore.ge