რა შემთხვევაში გავა "ბარსა" ჯგუფიდან დღესვე?

რა შემთხვევაში გავა "ბარსა" ჯგუფიდან დღესვე?

"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში 27 ნოემბერს "კამპ ნოუზე" "დორტმუნდს" უმასპინძლებს. სატურნირო ცხრილში კატალონიელები 8 ქულით პირველ ადგილს იკავებენ, გერმანელებს 7 ქულა აქვთ. მესამე და მეოთხე ადგილებს კი "ინტერი" და "სლავია" ინაწილებენ შესაბამისად 4 და 2 ქულით.

თუკი დღევანდელ თამაშს "ბლაუგრანა" მოიგებს, კლუბი 11 ქულას მოაგროვებს და ნებისმიერ შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებს. თუ "ბარსელონა" მატჩს ფრედ დაასრულებს და "ინტერი" პრაღაში გაიმარჯვებს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალიელებს შეეძლებათ "ბარსელონას" ფლეი-ოფში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. საყაიმო ანგარიშის შემთხვევაშიც "ბარსელონას" შეუძლია ჯგუფური ეტაპიდან გავიდეს. ამისთვის საჭიროა "სლავიამ" მილანური კლუბი დაამარცხოს ან შეხვედრა ფრედ მორჩეს.

"ბარსელონას" ქომაგებისთვის ყველაზე არასასურველი შედეგის - მარცხის დაფიქსირების შემთხვევაში, კატალონიელებს 8 ქულა დარჩებათ, "დორტმუნდი" 10 ქულით ჯგუფის ლიდერი გახდება, ხოლო პრაღაში მოპოვებული გამარჯვებით, "ბლაუგრანასთვის" ჯგუფური ეტაპიდან გასვლის საკითხი "ჯუზეპე მეაცაზე" გადაწყდება.
კატალონიელთა წაგების შემთხვევაშიც, "სლავიას" "ინტერთან" გამარჯვებით, "ბლაუგრანა" ჯგუფურ ეტაპს წარმატებით გადალახავს.

ნებისმიერ შემთხვევაში, "ბარსელონასთვის" "დორტმუნდთან" გამარჯვება ფლეი-ოფში გასვლის გარანტი იქნება და ესპანელები სხვა კლუბებზე დამოკიდებული არ იქნებიან.

მოკლედ რომ შევაჯამოთ - თუ "ბარსელონამ" "დორტმუნდთან" უფრო ნაკლები ქულა არ აიღო, ვიდრე "ინტერი" "სლავიასთან" აიღებს, ერნესტო ვალვერდეს გუნდი 1/8-ფინალის საგზურს გაინაღდებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #10 29 ნოემბერი 2019 15:28
    0
    ბარსა ინტერის იმედზე არასოდეს იქნება და მითუმეტეს ამ შემთხვევაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 27 ნოემბერი 2019 21:22
    1
    არ მეგონა თუ ვინმემ ეს არ იცოდა? ამას ახსნა უნდა, რა და როგორ? აბა რაღას ვუყურებთ ფეხბურთს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 27 ნოემბერი 2019 20:21
    1
    ბარსა როდის გავიდა ჯგუფიდან მეორე ადგილით არც მახსოვს. ასე რომ დღეს მოგება და პირველი ადგილის განაღდებაა აუცილებელი.
    2007 წსლს პირველზე ჩელსი გავიდა და ბარსა მეორეზე.
    professor1984
    სტუმარი [?]
    #7 27 ნოემბერი 2019 19:59
    4
    ციტატა: Don_Andresito
    დღეს მოვიგოთ და ინტერთან დავასვენებთ სასტავს. დღეს თU ვერ მოვიგეთ, მაშინ როცა Mთელი გუნდი თანხმდება იმაზე რო უმნიშნველოვანესი თამაშია და მოსაგებია, ეს უკვე უდიდესი კრიზისი იქნება. ისედაც სახეზეა კრიზისი მარა რავი. დღეს ვერ მოგება ჯგუფში ჩარჩენას სერიოზულად მიგვაახლოვებს თუ ინტერმა მოიგო

    ინტერი მოიგებს უეჭველად და ჩვენ თუ დღეს ვერ მოვიგეთ კონტეს ავტობუსს სახლში მერე ჩემ ფეხებს მოუგებთ და ეგ ყველამ კარგად ვიცით რაც დაგვემართება
    [?]
    #6 27 ნოემბერი 2019 19:44
    2
    დღეს მოვიგოთ და ინტერთან დავასვენებთ სასტავს. დღეს თU ვერ მოვიგეთ, მაშინ როცა Mთელი გუნდი თანხმდება იმაზე რო უმნიშნველოვანესი თამაშია და მოსაგებია, ეს უკვე უდიდესი კრიზისი იქნება. ისედაც სახეზეა კრიზისი მარა რავი. დღეს ვერ მოგება ჯგუფში ჩარჩენას სერიოზულად მიგვაახლოვებს თუ ინტერმა მოიგო
    tornike111
    სტუმარი [?]
    #5 27 ნოემბერი 2019 19:26
    5
    ჰანდიჰანდიკაპით მოიგებს დღეს ბარსა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 ნოემბერი 2019 19:24
    5
    არანაირი სხვა ვარიანტი არ გვაწყობს მხოლოდ და მხოლოდ მოგება დორტმუნდთანაც და ინტერთანაც

    ციტატა: InFiNiTe8
    უნდა მოვიგოთ დღეს უეჭ. თან ამოვარდა ბორუსია ფორმიდან. გრიზმანი მოაშორეთ სასტარტოდან!!!

    გრიზმანთან რა გინდა? რა მაგის ბრლია თავის პოზიციაზე რო არ თამაშობს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    InFiNiTe8
    სტუმარი [?]
    #3 27 ნოემბერი 2019 18:31
    2
    უნდა მოვიგოთ დღეს უეჭ. თან ამოვარდა ბორუსია ფორმიდან. გრიზმანი მოაშორეთ სასტარტოდან!!!
    Culé [?]
    #2 27 ნოემბერი 2019 18:17
    1
    საერთოდ თუ გავა კაია.
    იმედი ვიქონიოთ რო გავალთ როგორმე.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #1 27 ნოემბერი 2019 18:15
    1
    როგორ გინდა საყვარელი გუნდის ჯგუფში ჩარჩენას უგულშემატკივრო... მაგრამ სხვა გზა არის ვალრვერდეს გასაგდებად?