ინტერვიუ სამუელ უმტიტისთან

ინტერვიუ სამუელ უმტიტისთან

"ბარსელონას" ფრანგ ცენტრალურ მცველს, სამუელ უმტიტის, Marca-ს ჟურნალისტებმა რამდენიმე საინტერესო კითხვა დაუსვეს. 

წინ დიდი კვირაა, "დორტმუნდთან" და "ატლეტიკოსთან" მნიშვნელოვანი მატჩებია გასამართი. როგორ ფიქრობ, რა მოხდება?

- ორივე მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ არაფერი წყდება. სეზონის დასრულებამდე დიდი დროა და ჩვენ რაც შეიძლება მეტი მატჩი უნდა მოვიგოთ იმისთვის, რომ საუკეთესო შესაძლო შედეგს მივაღწიოთ. 

"დორტმუნდს" მოგება სჭირდება, თუმცა გვჭირდება ჩვენც. მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, ჩვენ კი ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვიგოთ. 

- ეს მატჩი შენთვის პირადი გამოწვევაცაა?

- კი, ეს განსაკუთრებული მატჩია. ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას მოუთმენლად ველი. თავს კარგად ვგრძნობ, რამდენიმე თვეა, ბევრს ვვარჯიშობ და ახლა მინდა, ვითამაშო. 

- მუხლი ისევ გაწუხებს?

- თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ. ძალიან, ძალიან კარგად ვარ. 

- რა არის სამუელ უმტიტის ყველაზე დიდი ოცნება ამ მომენტში?

- ჩემი ოცნება ფეხბურთის თამაშია. 

- არის თუ არა "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი? 

- ყველა ტურნირის ფავორიტები ვართ, რადგან საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს. შესანიშნავი იქნება, თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს. 

- ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარი მიზანია?

- ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, სუპერთასი... და ყველაფერი სხვა. ჩვენ ყველაფერი უნდა მოვიგოთ. 

- რა გასწავლა "რომასთან" და "ლივერპულთან" წაგებულმა თამაშებმა?

- ამ მატჩებში შეცდომები დავუშვით. ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენტები ყოველ წელს ძლიერდებიან და ეს გასაგებია, "ბარსელონას" ფეხბურთელებსაც გამოცდილება მოემატათ. ამ შეცდომებს ნამდვილად აღარ გავიმეორებთ. 

- უსმან დემბელეს ნამდვილად აქვს ის პრობლემები, რასაც ამბობენ?

- ეს მას უნდა ჰკითხოთ. იმედი მაქვს, ეს სეზონი მისთვის გარდამტეხი იქნება. 

- როგორ შეეწყო ანტუან გრიზმანი "ბარსელონას"?

- ის აქ ბედნიერია, თავს კარგად გრძნობს. ანტუანი გადმოსვლის დღიდან ბევრს შრომობს. გუნდის შეცვლა რთულია, მაგრამ გრიზმანი ჭკვიანი ფეხბურთელია და სირთულეებს უმკლავდება. 

- რატომ არის ასეთი განსხვავება "ბარსას" მიერ ნაჩვენებ თამაშებში შინ და გასვლაზე?

- სტუმრად თამაში განსხვავებულია, რადგან აქ მეტოქეები წნეხის ქვეშ უფრო ადვილად გაქცევენ. შესაბამისად, თამაშის სტილის შეცვლა და დაუგეგმავად მოქმედება გვიწევს. ეს რთულია, მაგრამ ასეთ მატჩებში წარმატების მიღწევა აუცილებელია. 

ასეთი მდგომარეობა პატარა გუნდებთანაც იქმნება და ამ კომპონენტზე სამუშაო ნამდვილად გვაქვს. 

- გწყინდა, რომ "ბარსელონადან" შენს წასვლაზე ხშირად საუბრობდნენ?

- არა. შეწუხებული მხოლოდ ჩემი მუხლის მდგომარეობით ვიყავი, სხვა პრობლემა არ მქონდა. 

- მომავალში, საკუთარ თავს ისევ აქ ხედავ?

- კი. ბარსელონაში ბედნიერი ვარ, ცხოვრებით სიამოვნებას ვიღებ, ვშრომობ...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #6 26 ნოემბერი 2019 09:16
    2
    ციტატა: ROUCH
    ამის ფოტოს რო ვხედავ სანამ სათაურს წავიკითხავ, მანამდე სუ მეშინია ტრამვაზე არ იყოს სიახლე, მაგარია უმტო რაც ითამაშა საკაიფოდ გამოიყურებოდა და თუ გაუმუდმა უფრო მოიხოდება, აღარ მახსოვს მარა მემგონი არც რომასთან გვყავდა ეს სადაც მაგრად გავბანძდით და ლივერთან ვიცი რო არ იყო

    იყო რომასთან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 ნოემბერი 2019 01:31
    6
    შენ მოიხოდე ოღონდ თორე ლანგლე-პიკეს დუეტს ჩამოეძინა ))
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 ნოემბერი 2019 01:05
    9
    მიდი უმტო დორტმუნდთან კედელივით უნდა იდგე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 ნოემბერი 2019 00:17
    4
    ამის ფოტოს რო ვხედავ სანამ სათაურს წავიკითხავ, მანამდე სუ მეშინია ტრამვაზე არ იყოს სიახლე, მაგარია უმტო რაც ითამაშა საკაიფოდ გამოიყურებოდა და თუ გაუმუდმა უფრო მოიხოდება, აღარ მახსოვს მარა მემგონი არც რომასთან გვყავდა ეს სადაც მაგრად გავბანძდით და ლივერთან ვიცი რო არ იყო
    Culé [?]
    #2 25 ნოემბერი 2019 23:59
    4
    სკამზე ალპობდა უმტიტი ლენგლეს
    ხალხი ჩიოდა ხანდახან მაინც ათამაშოსო.
    მაგარი კაცია ძაან
    იმედია მორჩა ამის ტრამვები
    Nou kamp
    სტუმარი [?]
    #1 25 ნოემბერი 2019 23:40
    10
    მაგარი მოვიტივირებულია.საღოლ უმტო.

    აი როცა უმტიტი დგას დაცვაში დაწყნარებულისავით ვარ,რადგან ვიცი რომ არ იქაჯებს და უხეშ შეცდომას არ დაუშვებს.კედელივით დგას დაცვაში.ძალიან მაგარი მცველია.სამწუხაროა რომ ტრავმებმა ხელი შეუშალა თორე ლანგლეე კი არა ბარეული მცველი ვერ ამოაგდებდა ამას ძირითადიდან.
    იმედია აღარ მიიღებს სერიოზულ ტრავმას.არ უნდა გადატვირთოს უმტიტი ვალომ,სიტყვაზე როცა კვირაში 3 მატჩია უმტიტი უნდა ათამაშოს ორჯერ და ლანგლე ერთხელ.თამაშიდან თამაშამდე უნდა მისცეს ერთ კვირიანი ინტერვალი რათა ძალები აღიდგინოს უკეთ და არ დაიტვირთოს მუხლი.